სიახლეები
რჩევები

ჟესტები, რომლებიც ბავშვის ტყუილის ამოცნობაში დაგეხმარებათ - რჩევები მშობლებს
31-10-2018
-
+


ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია იამაყოს, რომ ცხოვრებაში არასდროს მოუტყუებია. გამონაკლისები არც ჩვენი შვილები არიან. ხშირად ტყუილის მიზეზი არის მშობლების იმედგაცრუების ან დასჯის შიში ან სურვილი ჩანდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე სინამდვილეშია.

ამიტომ თუ ბავშვი გატყუებთ, არ ეჩხუბოთ - ეს პრობლემას მხოლოდ დაამძიმებს. 

მნიშვნელოვანია ტყუილის მიზეზის გარკვევა და მასთან გამკლავებაში ბავშვის დახმარება.

ბავშვის ტყუილის ამოცნობა საკმაოდ მარტივია, ამისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ მიმიკას და სხეულის ენას.

პირველ რიგში, დააკვირდით ბავშვის საქციელს. თუ ის უჩვეულო გეჩვენებათ და საუბრის პროცესში ხშირად იცვლება, სავარაუდოდ, ბავშვი თქვენგან რაღაცის დამალვას ცდილობს.

ცრუ ინფორმაციის მოწოდებისას, ბავშვი ღელავს და ეს აუცილებლად აისახება მის საუბარზე, მიმიკასა და ჟესტებზე. მანიშნებელი რომ ყველაფერი რიგზე არ არის, შესაძლოა იყოს შემდეგი ნიშნები:

  • ბავშვი აღგზნებულია, დაძაბულია;
  • კანის ფერის შეცვლა - ბავშვს ალისფრად აქვს შეფაკლული ღაწვები ან უჩვეულოდ ფერმკრთალია;
  • ხელების ქაოტური მოძრაობა (ხელს იკიდებს სახეზე, ცხვირზე ისვამს, თვალებს იფშვნეტს, აწვალებს ღილს და ა.შ);
  • თვალებს ხშირად ახამხამებს, მისი გუგები გაფართოებულია. სიცრუის ნიშანი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ თვალების ცეცება, არამედ ზედმეტად დაჟინებული მზერა. ბავშვი აკვირდება თქვენს რეაქციას და ცდილობს გაარკვიოს გჯერათ თუ არა მისი;
  • გამუდმებული ჩახველება;
  • ბუნდოვნად და გაუბედავად საუბრობს. ეცვლება საუბრის ინტონაცია. იგი შესაძლოა ხან შენელდეს, ხან აჩქარდეს. შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი ხროტინი ან მაღალი ნოტები;
  • პირზე ხელს იფარებს;
  • ლაპარაკობს დაბნეული და არათანმიმდევრულად;
  • უადგილო ღიმილი, ყალბი მხიარულება, უდარდელობა, რომლის საშუალებითაც ბავშვი ცდილობს დამალოს, რომ ღელავს;
  • სახის კუნთების დაძაბულობა, თითქოს სახეზე ჩრდილმა გადაირბინა. შეიძლება უცახცახებდეს ტუჩები ან სახლის კუნთები.

 


რას ამბობენ ფსიქოლოგები: თუ თქვენ შეამჩნიეთ ეს ნიშნები, პანიკაში არ ჩავარდეთ. სავარაუდოდ, ბავშვის ტყუილის მიღმა არაფერი სერიოზული იმალება. აღნიშნულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ბავშვი ტყუილში არ გამოიჭიროთ და ჩადენილისთვის არ დასაჯოთ, არამედ შეინარჩუნოთ ნდობა თქვენსა და ბავშვს შორის, რომ ტყუილი ჩვევაში არ გადაიზარდოს. უკეთესია, გულწრფელად, ბრალდებების გარეშე ესაუბროთ ბავშვს და ფრაზის -„რატომ მატყუებ“ ნაცვლად ფორმულირება - „შენი ტყუილი გულს მტკენს“ გამოიყენოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება