სიახლეები
რჩევები

რა გავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე - „მუსიკა მათემატიკურ აზროვნებას აუმჯობესებს“
31-10-2018
-
+


„მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს ადამიანის აფორიაქებულ სულს“.- ეს სიტყვები ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ ინგლისელმა დრამატურგმა, უილიამ კონგრივმა დაწერა.

ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებმა კიდევ უფრო კარგად შეისწავლეს ის თუ როგორ მუშაობს ტვინი და რა გავლენას ახდენს მუსიკა ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე. მათი აზრით, მუსიკა განსაკუთრებით ადამიანის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი ფიქრობენ, რომ მუსიკა საკმაოდ კარგი აღზრდის მეთოდად შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობა ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას და მის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებას.

კვლევების მიხედვით, იმ ბავშვების 70 პროცენტი, რომლებიც ხშირად უსმენენ მუსიკას, გაცილებით ადრე იწყებენ მეტყველებას და ადრეულ ასაკშიც უფრო მარტივად წარმოთქვამენ რთულ სიტყვებს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც მუსიკასთან შეხება ფაქტობრივად არ აქვთ.

მეცნიერების აზრით, კლასიკური მუსიკის მოსმენას მოზარდის ტვინისთვის უკეთესი ეფექტი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის მუსიკას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის მუსიკა კარგი არაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ჟანრი უწყობს ხელს მუსიკალური კავშირების დამყარებას ტვინში და შეუძლია ზოგადად პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენს ხასიათზე და სწავლის პროცესიც უფრო გააადვილოს. კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ ბავშვები უფრო სწრაფად ასრულებენ ისეთ შემოქმედებით სამუშაოებს, რასაც სივრცითი აღქმა სჭირდება, მაგალითად, როგორიცაა პაზლის აწყობა. თუმცა, კიდევ უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას, რაც მეცნიერების აზრით, აუმჯობესებს მათემატიკურ აზროვნებას. თუ ბავშვი სწავლობს რომელიმე საკრავზე დაკვრას, ის მათემატიკის სწავლის უკეთეს უნარს ამჟღავნებს და უფრო მეტად უადვილდება ციფრებთან ურთიერთობა.

მუსიკის დადებითი მხარე მხოლოდ  მოზარდის აკადემიურ მოსწრებაზე არ აისახება. ვითარდება ბავშვის, როგორც ინტელექტუალური, ასევე სოციალური და ემოციური უნარები; ის ეხმარება სხეულსა და გონებას, რომ ერთად იმუშაოს; აუმჯობესებს უცხო ენების სწავლის შესაძლებლობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

სხვადასხვა კვლევის საფუძველზე მეცნიერები მოზარდებისთვის მუსიკის აუცილებლობაზე საუბრობენ და რამდენიმე ძირითად რჩევას გვაძლევენ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • მიეცით საშუალება ბავშვს მოუსმინოს სხვადსხვა ჟანრის მუსიკას. თუ თქვენ უკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკარით მაშინ, როცა ბავშვი თქვენთან არის;
  • უმღერეთ ბავშვებს, და გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ან ცუდად მღერით, თქვენი ხმის გაგონება ბავშვს ეხმარება ენის სწავლაში;
  • შეასწავლეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ადრეული ასაკიდან. მუსიკალურ ინსტრუმენტზე ბავშვის მიყვანა შესაძლებელია როგორც სკოლის ასაკში, ასევე მანამდეც, ვიდრე სკოლაში მიიყვანთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტვინს აქვს შესანიშნავი უნარი აითვისოს მუსიკა. ოთხი და ხუთი წლის ბავშვების უმრავლესობას უყვართ დაკვრა და შეუძლიათ ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის საფუძვლების შესწავლა. ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრის ადრეული ასაკიდან შესწავლა კი მუსიკისადმი სიყვარულს უწყობს ხელს, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გრძელდება.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მუსიკის საშუალებით ტვინის განვითარებისათვის, კვირაში ორი, ორ-ორ საათიანი მეცადინეობაც საკმარისია. ასე რომ თუ თქვენს ბავშვს ოდნავ მაინც აინტერესებს რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მიეცით საშუალება ისწავლოს ის. არ დაგავიწყდეთ, რომ ამით პირველ რიგში ხელს შეუწყობთ მისი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება