სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
31-10-2018
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომითი უნარების განვითარების მიმართულების გაკვეთილები. 

გაკვეთილები „ტანსაცმლის დამზადების საწყისების“ მემორანდუმის ფარგლებში ტარდება, რომელსაც უძღვებიან უნივერსიტეტის წარმომადგენელი ირმა ხვიჩია, სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ნარგიზა შავგულიძე, ხოლო გაკვეთილებს კოორდინირებას უწევს სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ინგა არაბიძე. 

გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით მიუდგნენ კერვის სწავლებას. 

პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო-გაცნობითი ექსკურსია ქუთაისის სამკერვალო კომპანია „იმერში“. 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის სამკერვალო საამქროების, მათი დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა.

მოსწავლეები გაეცნენ შემკერი, მოსამზადებელ-საგამომჭრელო და ექსპერიმენტალური საამქროების მუშაობის პრინციპებს. მუშაობის პროცესში გაესაუბრნენ დასაქმებულ პერსონალს, მათ შორის, აღნიშნული სპეციალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს და გაეცნენ შემდგომში მათი შესაძლო დასაქმების პერსპექტივებს. 

დღემ წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება