სიახლეები
სიახლეები

ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
31-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება, მასში მონაწილეობის მიღების საშუალება კი საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ.

2017-2018 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის)
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • გეოგრაფია
  • ისტორია
  • უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული)
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიადაში მათ მშობლიურ ენაზე: სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე. 

ოლიმპიადაში მონაწილეობა ასევე შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადა მოიცავდა 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს. ოლიმპიადის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო. 

ოლიმპიადის შედეგად 121 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა:

I ადგილი - 14 მოსწავლე

II ადგილი - 14 მოსწავლე

III ადგილი - 16 მოსწავლე

IV-X ადგილები - 77 მოსწავლე

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისად - 1 000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.

2018 წელს, ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა 2 ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ოლიმპიადა საკუთარი სახსრებით ჩაატარა „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციამ“. ინფორმატიკა, როგორც საგანი სკოლებში არ ისწავლება, თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის 500-დე მოსწავლემ მიიღო. 

კონკურსის შედეგად 9 გამარჯვებული გამოვლინდა:

I ადგილი - 3 მოსწავლე,

II ადგილი - 3 მოსწავლე,

III ადგილი - 3 მოსწავლე,

IV-X ადგილები - 18 მოსწავლე.

I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შესაბამისად - 1 000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.

ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილე სკოლებიდან 36 სხვადასხვა ნომინაციაში 29 სკოლა დაჯილდოვდა.

ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნებში ეროვნული ოლიმპიადების წარმატებული მოსწავლეებისგან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატები შეირჩა. მათი შემდგომი დამატებითი მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა სამინისტრომ სრულად უზრუნველყო. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობას „წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად აფინანსებს.

წელს საერთაშორისო ოლიმპიადებში 21 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა:

  • მათემატიკაში (IMO)
  • ფიზიკაში (IPHO)
  • ინფორმატიკაში (IOI)
  • ბიოლოგიაში (IBO)
  • ქიმიაში (ICHO)
საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეთაგან ორმა მოსწავლემ ოქროს, ორმა - ვერცხლის და ათმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ოთხმა მოსწავლემ საპატიო სიგელი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი 3 000 ლარით, ვერცხლის მედლის მფლობელი - 2 000 ლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 1 000 ლარით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებს ისეთ საერთაშორისო ოლიმპიადებში, რომლებშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ჯამურად 3 ოქროს, 6 ვერცხლის, 19 ბრინჯაოს მედალი და ექვსი საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება