მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის მაძიებლის სტატუსი 2019 წლიდან ამოქმედდება, ხოლო სტატუსის შენარჩუნება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, მოწვეული მასწავლებლის შემთხვევაში სკოლა თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა კვალიფიკაციის პირს მიიღებს. ამასთან, მისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა 10 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
შეგახსენებთ, რომ მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლის სტატუსების შესახებ „ზოგადი განათლების კანონში“ ცვლილებები ზაფხულიდან შევიდა.
„მოწვეული მასწავლებლის სტატუსით შესაძლებელია, პირმა ასწავლოს 10 საათამდე. ეს არის ადამიანი რომელიც სხვაგანაც არის დაკავებული და სკოლას შესაძლებლობა ეძლევა ეროვნული სასწავლო გეგმის გაძლიერებული სწავლებისას ან არჩევით საგანზე მოიწვიოს ეს პირი მასწავლებლად სკოლაში. ანუ ასეთი ადამიანი სრულად არ არის დასაქმებული სკოლაში. მოწვეული მასწავლებლის შემთხვევაში სკოლა თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა კვალიფიკაციის ადამიანს მოიწვევს, გამომდინარე სასკოლო სასწავლო გეგმიდან“, - აცხადებს მანანა რატიანი.
როგორც რატიანი აღნიშნავს, მოწვეული მასწავლებლისგან განსხვავებით, მაძიებელი მასწავლებელი არის პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კვალიფიკაცია. მისივე თქმით, მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებელს 2 წლის განმავლობაში კომპეტენციის დადასტურების საშუალება და სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შესვლის შესაძლებლობა აქვს.
„მაძიებელ მასწავლებლად სკოლაში შესაძლოა შევიდეს ის პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში ლაპარაკია, რომ მაგალითად მე თუ ვარ ქიმიკოსი კვალიფიკაციით, შემიძლია სკოლაში ქიმიის მაძიებლად დავიწყო მუშაობა.
ამავდროულად ერთვები მაძიებლობის პროგრამაში, რომლის ხანგრძლივობა არის 2 წლამდე. კომპეტენციის დადასტურების შემდეგ პირს შეუძლია უფროსი მასწავლებლის სტატუსით განაგრძოს სკოლაში მუშაობა. მაძიებლობაში პირს შეუძლია მაქსიმუმ 2 წელი იყოს ჩართული, რა პერიოდშიც იგი მხარდაჭერილი იქნება სპეციალური პროგრამით, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა რატიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა