მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის N1 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ნაცვლიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ გეთიაშვილმა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს სრული გვერდში დგომა გამოუცხადა.
„ზოგადად, ინტელექტუალური ჩემპიონატები ძალიან მიყვარს და სკოლის ასაკში, მეც ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა. ძალიან მიხარია,რომ გურჯაანში ამხელა ჩართულობა დაფიქსირდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველივე ტურში და დღეს თქვენც ხედავდით, როგორი გახარებული და მონდომებული იყო ყველა მონაწილე. მინდა მერიის სახელით სრული გვერდში დგომა აღვუთქვა ამ პროექტს. მეტი წარმატება გისურვოთ თქვენ და ყველა ჩვენს მონაწილეს, რომლებსაც მერიისგან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა".
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ნინო ნაცვლიშვილმა გამარჯვებულს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ყველა ბავშვს აძლევს მოტივაციას, ისწავლოს მეტი და იყოს წარმატებული.
„ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვართ ყველა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებში ამხელა დაინტერესება არსებობს ინტელექტ-ჩემპიონატების მიმართ და ამხელა ნიჭი გამოამჟღავნეს დღეს მათ. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული და განსაკუთრებით ემზადება „ეტალონისთვის“. ამ პროექტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ბავშვი იყო მოტივირებული, იმეცადინოს და გამოავლინოს ნიჭი და შესაძლებლობები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გოჩას და მთელს შემოქმედებით გუნდს. ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ კი წარმატებას ვუსურვებ ფინალშიც".
„გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ გახდაშაშიანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლაშა ბიწკინაშილი, რომელმაც მეორე ტურში გამარჯვება 69 ქულით შეძლო. მან Etaloni.ge-ს საკუთარი წარმატების ფორმულა გაუმხილა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებისთვის ბევრი შრომა დასჭირდა.
„ძალიან დიდ ემოციებში ვარ. რა მოხდა ვერ ვიაზრებ, არ მეჯერება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს და ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი ვიწვალე ამ წარმატებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიმარჯვე. ეტალონის ძველ ჩანაწერებს ვეძებდი და ვუყურებდი, ძალიან დიდი ხანი ვმეცადინეობდი. ვფიქრობ, რომ წარმატების ერთადერთი ფორმულა არის მონდომება და შრომა. ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა ამის გარეშე შეუძლებელია. ყველას მინდა წარმატება ვუსურვო და ვუთხრა, რომ თუ ძალიან მოინდომებენ, იშრომებენ და იმეცადინებენ, ჩემსავით გახარებულები იქნებიან. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, დღვანდელი დღისთვის“.
გამარჯვებულის მათემატიკის პედაგოგმა, ნატო გოგიშვილმა მოსწავლეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ წარმატება მათი სკოლისთვის უკვე ტრადიციად იქცა, რადგან ლაშა ბიწკინაშილი უკვე მეორე „ეტალონი მოსწავლეა“ ანი კაკიაშვილის შემდეგ, რომელმაც ეს ტიტული 2016 წელს მოიპოვა.
„უზომოდ გახარებული ვარ და სიტყვებს მართლა ვერ ვპოულობ. უღრმესი მადლობა ამ სიხარულისთვის პროექტის ავტორებს, რომლებიც ამ პროექტით ბავშვებში სწავლის საოცარ მოტივაციას აღვიძებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ლაშა უკვე მეორე „ეტალონი მოსწავლეა“ და ეს განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს გვაძლევს ჩვენ, მასწავლებლებს და მთელ სკოლას, ცხადია. ყოველ ჯერზე ბავშვები დიდი მონდომებით ემზადებიან „ეტალონის“ ჩეპიონატებისთვის. ლაშა უზომოდ დაფიქრებული და გონიერი ბიჭია. ჭკვიანი და ძალიან ემოციური. წამოსვლის წინ ვალერიანი დავალევინეთ, იმდენად ღელავდა. ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მიხარია, რომ მას ეს შრომა დაუფასდა".
ძალიან ემოციური აღმოჩნდა ლაშას გამარჯვება მისი მეგობრებისთვის, რომლებიც თავადაც იბრძოდნენ ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად. ნანა მესხიშვილმა მეგობარს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მას ნამდვილად დაუფასდა ის დიდი შრომა, რაც ჩემპიონატამდე გასწია.
„ძალიან გახარებული ვარ. ლაშა სულ მეცადინეობდა და ემზადებოდა "ეტალონისთვის", ძალიან მონდომებული იყო და მიხარია, რომ ეს შრომა დაუფასდა. "ეტალონი" ყველაზე მაგარი პროექტია და მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო. ჩვენ ყოველთვის ველოდებით ამ ჩემპიონატებს და ვიცით, რომ საკუთარი შრომით და განათლებით წარმატებას აუცილებლად ყოველთვის მივაღწევთ“.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეების ყოველდღიური წარმატებაა
ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნათია ბენდელიანმა, I-II კლასებში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერები“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე