მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა იზოლდა ბოჭორიშვილმა მე-3 კლასში სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი თემაზე „ოქტომბერი“ ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შესწავლილი მასალა და ხელოვნების გაკვეთილები გააერთიანეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით დაახასიათეს შემოდგომის თვეები, იმსჯელეს ცვლილებებზე, რომელიც გარემოში წელიწადის ამ დროს მოსდევს.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნი „შემოდგომა“, რომელიც გააფორმეს მათ მიერ მოძიებული ლექსებით შემოდგომაზე და შეგროვებული შემოდგომის ფოთლებით.
„საგაკვეთილო პროცესმა პატარა მოსწავლეები ძალიან გაახალისა. ისინი ინტერესით იყვნენ ჩართულები ყველა აქტივობაში. იზოლდა ბოჭრიშვილის მიერ ჩატარებულმა სამოდელო გაკვეთილმა სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ