მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების საგამოცდო ცენტრში გადანაწილების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით განისაზღვრა.
სსსმ აპლიკანტებს პროფესიული ტესტირების ჩაბარება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრებში შეეძლებათ, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, ასეთი კი სულ 25 დაწესებულებაა.
საგამოცდო ცენტრების კონკრეტული სია იხილეთ ბმულზე:
აქვე შეგახსენებთ, რომ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.ge
უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.
საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:
1.სარეგისტრაციო ფურცელი;
2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 4 ნოემბერს 09:00 საათიდან დაიწყება, რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 3 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც