მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში, ილიაობასთან დაკავშირებით, „ილიას კვირეული“ იმართება.
კვირეული IIბ კლასის მოსწავლეებმა, მათმა ხელმძღვანელმა მარიამ იშხანიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა ანდრიაშვილმა „ილიას გორაზე“ სტუმრობით გახსნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითი გაკვეთილი შემეცნებითი და გასართობი იყო.
ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეებს ბავშვებისთვის შედგენილი ილიას ბიოგრაფია წაუკითხა, ფოტომასალა აჩვენა და აქტივობა - „მე ილიას სამშობლოდან ვარ!“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ლექსები წაიკითხეს და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
კლასის დამრიგებელმა კი მოსწავლეებისთვის გასართობი აქტივობები მოაწყო. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პიკნიკი გამართეს და კონცერტი მოაწყვეს.
8 ნოემბერს საქართველო ილიაობას ზეიმობს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ