მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი კვლევები ჩაატარა.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრობიოლოგიურ ელემენტებს.
„საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევა ადასტურებს, რომ აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ ყოფილა ბაგა-ბაღებში მიღებული საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული. საკვების პარალელურად, ლაბორატორიულად შემოწმდა ბაღების კვების ბლოკიდან აღებული წყალი, კედლის სინჯები და საკვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალი.
15 ოქტომბრის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტების შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასულ კვირას მიაწოდა. ინფორმაციის თანახმად, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა იდენტური სიმპტომები - გულისრევა, დიარეა და მაღალი ტემპერატურა. დიაგნოზი ერთეულ შემთხვევებში იყო შიგელა ანუ დიზენტერია.
აღნიშნულ ინფორმაციას, კვებითი ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და მიზეზების დადგენისთვის განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბავშვო ბაღებში შესული პროდუქტის ვარგისიანობა დასტურდება მომმარაგებელი კომპანიის მიერ ყოველკვარტალურად წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატებითა და თვეში ერთხელ წარმოდგენილი მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტებით.
აღსანიშნავია, რომ მომწოდებელ კომპანიას ინდივიდუალური ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული თბილისში მოქმედ 180 ბაგა-ბაღთან და თითოეული მათგანი პროდუქტს ამოწმებს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად, დაწესებულებაში მისი შეტანის მომენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის ბაღებში ჰიგიენისა დაცვა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამასთან, მუდმივი ხასიათი აქვს მონიტორინგს, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტები და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ“, - ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც