მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა - „გარემოს მცველები“ „შავი ზღვის კვირეული“ გამართეს.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ნახატების კონკურსი, ვიქტორინა და კონფერენცია ჩატარდა.
კვირეულის დასასრულს, 31 ოქტომბერს - შავი ზღვის დაცვის დღეს, „გარემოს მცველებმა“ მდინარე ჩაქვისწყლის შესართავთან შავი ზღვის სანაპირო დაასუფთავეს. შემდეგ კლუბის წევრებმა კი ციხისძირში პეტრას ციხე მოინახულეს.
ისტორიის მასწავლებელმა, ასმათ ბოლქვაძემ მოსწავლეებთან პეტრას ციხის ისტორიის შესახებ მოკლე მიმოხილვა გააკეთა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნაში და ასევე ფიზიკურ მომზადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ