სიახლეები
ეტალონი

დმანისის ''ეტალონის'' შესარჩევი ტურის მონაწილეებმა თავი ღირსეულად წარმოაჩინეს
18-01-2017
-
+


დმანისში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.  

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, დმანისში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.   

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით Etaloni.ge დმანისის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტს ეკატერინე ოქრიაშვილს გაესაუბრა. მისი თქმით, მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ინტელექტ-შეჯიბრით: 

„მე თავიდან ბოლომდე ვადევნე თვალი ‘’ეტალონის’’ შესარჩევ ტურს. ბავშვები ძალიან მშვიდ გარემოში წერდნენ ტესტირებას. არანაირი გართულება არ მოჰყოლია შესარჩევ ტურს. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ თავად ტესტებით. შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მოსწავლეებმა საკუთარი თავის წარმოსაჩენად ყველაფერი გააკეთეს.“

დმანისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი აღნიშნავს, რომ ტესტირების დროს მოსწავლეების დონეების მიხედვით განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია: 

„ტესტირება მიმდინარეობდა ნორმალურად. ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს არის ძალიან კარგი, ძალიან გვიხარია, რომ მოსწავლეები ჩაერთვნენ ამ კონკურსში. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების დროს დონეების მიხედვით იყვნენ მოსწავლეები განაწილებულები.“

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".         

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება