მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას თბილისის საგანმანათლებლო კომპლექსი- ქართული სასწავლებლის დამაარსებელი და დამფუძნებელი, ფისო სვანიძე , რამდენიმე პედაგოგთან და მოსწავლეებთან ერთად ესტუმრა. ასევე ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის სტუმარი გახლდათ სამცხე-ჯავახეთის ვიცე გუბერნატორი შალვა ბერძენიშვილი.
ღონისძიება მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს გაიმართა და მის მთავარ მიზანს სკოლებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა წარმოადგენდა, რაც სკოლის დირექციის აზრით საუკეთესო წინაპირობაა მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებისთვის.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა, შეხვდნენ პედაგოგთა კოლექტივს და მოსწავლეებს. გაეცნენ სკოლის წარმატებებსა და საჭიროებებს. მათ სრული გვერდში დგომა გამოუცხადეს ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას და გამოთქვეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და გადაწყვიტეს ერთად ჩაერთონ პროექტში- ნიკო კეცხოველის პრემია 2019.
შეხვედრის დასასრულს ფისო სვანიძის მიერ სკოლის მასწავლებლები დამხმარე- სასწავლო ლიტერატურით, მათ შორის საკუთარი გამოცემული სახელმძღვანელოებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ