მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საპატრიარქოს სამების ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროექტის - ''ვხატავთ ბიბლიურ სიუჟეტებს'' დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ექვსი სკოლის 16 მოსწავლე. მოსწავლეები კონკურსის ფინალში გადავიდნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების ნამუშევრები. კონკურსანტებს სიგელები და საჩუქრები ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ გადასცა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია ლუკავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.