მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომავალ წელს დანამატის გაზრდა იგეგმება მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.
ირინა აბულაძის ცნობით, დანამატი ასევე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირებსაც გაეზრდებათ.
მისივე თქმით, 2019 წლის განახლებულ ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილებები ასახულია.
„უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ახალი ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც იგეგმება. პრემიერის განცხადებით, 2023 წლისთვის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1 800 ლარი უნდა იყოს“,- განაცხადა ირინა აბულაძემ და აღნიშნა, რომ სახელფასო ცვლილებები სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.
„დირექტორებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ. ასევე დაგეგმილია პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემის მსგავსი ინსტრუმენტის შემუშავება სკოლის დირექტორებისთვის, რათა მათ საკუთარი უნარები გააუმჯობესონ და სკოლის მართვის პროცესში მეტად წარმატებულები გახდნენ“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.
წყარო: 1tv.ge
ამავე თემაზე ასევე იხილეთ: „2019 წლიდან სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც