მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები მასწავლებელ არჩილ ძირკვაძის ორგანიზებით კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ შემდეგი მარშრუტით: მარნეული-თბილისი-თელავი-ყვარელი-სიღნაღი-თბილისი-მარნეული.
მათ ნახეს ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტები, რომლებიც კახეთის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. დაათვალიერეს ერეკლე მეორისა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები, გრემის მონასტერი, ილიას ტბა და ისტორიული ქალაქი სიღნაღი.
ისტორიის მასწავლებელმა, ავთანდილ ბიბილაშვილმა კახეთის ისტორიის და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ მოსწავლეებს საინტერესო მასალა გააცნო.
ექსკურსიაზე ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი ნონა ხმალაძე, ხელოვნების მასწავლებელი ირმა გელაძე და სპორტის მასწავლებელი ნოდარ კახაძე იმყოფებოდნენ.
ამ დღის აღსანიშნავად, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ფრენბურთში სპორტული შეჯიბრი გაიმართა.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზნის ჩამოყალიბება და განხორციელება შეძლეს, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ასევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები.
„უფრო მეტიც - ამ დროს მოსწავლეებმა გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად შეიძინეს ახალი ცოდნა, განივითარეს უნარ-ჩვევები, გამოიმუშავეს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება“,-ნათქვამია ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ Etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან