მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვების სკოლისათვის მზაობას ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა ექსპერტები მშობლებისაგან განსხვავებულად განსაზღვრავენ.
ფსიქოლოგები ბავშვის სკოლისათვის მზაობაში აქცენტს აკეთებენ სოციალურ, ფსიქო–ემოციურ მზაობაზე, ინტელექტუალურ მზაობაზე. ასევე ითვალისწინებენ ბავშვის აკადემიურ უნარ–ჩვევების, ფსიქიკურ უნარ–ჩვევების, მოტორიკის განვითარების დონეს.
აღნიშნული მაჩვენებლებით ძირითადად 5 წლის ბავშვები ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს. ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია,რომ 4–5 წლის ბავშვს ვასწავლოთ შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.
ფსიქო–ფიზიოლოგიური განვითარების თვალსაზრისით და კულტურული სისტემის გავლენით, 5 წლის მოსწავლეებს აქვთ ბევრი თავისებურება, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მასწავლებლებმა და მშობლებმა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა.
თუმცა, მოცემულ მომენტში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა არ არსებობს და სასწავლო პროცესიც 5 წლიანებისათვის შეუფერებელ გარემოში მიმდინარეობს.
წყარო: ''ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა''. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ