მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი მოსწავლის“გამოსავლენად ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ღონისძიებას ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ მაღრაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დღევანდელ ინტელექტ-ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს ფულადი პრიზები გადაეცემა, 800, 600 და 500 ლარის ოდენობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინტელექტ-ჩემპიონატზე წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლემ, საბა ებანოიძემ „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატების აუცილებლობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს იდეისთვის, რომელიც, მისი თქმით, ბავშვებს ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს:
„როგორც ყოველთვის, დღევანდელმა ინტელექტ-ჩემპიონატმა ეს დღე გახადა განსაკუთრებული და გამორჩეული. ხედავდით, როგორი ბედნიერები იყვნენ ბავშვები დღევანდელ დღეს პროექტში მიღწეული წარმატებით. ბავშვებს ყოველთვის დიდი მოლოდინი აქვთ და მომზადებულები ხვდებიან „ეტალონს“. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს. ეს პროექტი ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ „ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“ მიღწეული წარმატება მიულოცა. მისი თქმით, პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:
„მოგეხსენებათ, „ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მინდა, წარმატება მივულოცო გამარჯვებულს და აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატები ხარაგაულში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბავშვები ემზადებიან საგანმანათლებლო ჩემპიონატებისთვის და დღევანდელი მაღალი შედეგებიც სწორედ ამას ცხადყოფს. მინდა, წარმატება ვუსურვო პროექტის ყველა მონაწილეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „ეტალონის“ ჩემპიონატებს და ვგულშემატკივრობთ ყველა მუნიციპალიტეტს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს „ეტალონის“ შექმნისთვის, რომელიც, მისი თქმით, უძლებს დროს და ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს:
„მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონის“ ავტორსა და სულისჩამდგმელს, გოჩა ტყეშელაშვილს,რომლის სტუმრობასაც ყველა რაიონში მოუთმენლად ელიან. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ბატონი გოჩა და მთელი მისი შემოქმედებითი გუნდი აკეთებს მშობლების და მასწავლებლების გასაკეთებელ საქმეს. „ეტალონის“ინტელექტ-ჩემპიონატები განსხვავებულ მონდომებას და მოტივაციას აღვიძებს ბავშვებში. ისინი ღონისძების პირველივე ეტაპებიდან საოცარი მონდომებით ცდილობენ საპრიზო ადგილების დაკავებას. შესაბამისად, ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აგერ უკვე რამდენი წელია, ინარჩუნებს ბავშვების სასურველი ინტელექტ-ჩემპიონატის სტატუსს.“
ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ პროექტის მასშტაბურობასა და რაიონებში მის როლზე ისაუბრა:
„ეტალონი“ მოიცავს მთელ საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის ავტორი შემოქმედებით გუნდთან ერთად მუნიციპალიტეტებს სტუმრობს და ადგილზე არჩევს „ეტალონ მოსწავლეებს.“ სხვანაირი გამოცოცხლება იგრძნობა. დღეს დარბაზში შეკრებილი იყო მთელი მუნიციპალიტეტის სოფლები და მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან. „ეტალონი“ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მომავალი თაობის განათლებასა და წარმატებას ემსახურება. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვხედავდეთ ინტელექტ-ჩემპიონატების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.“
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ განსაკუთრებულ ღონისძიებაა, რომლისთვისაც ისინი დიდი გულმოდგინებით ემზადებიან:
„ეტალონი“, ეს არის ის პროექტი, რომელსაც ბავშვები მთელი წელი ელოდებიან და მონაწილეობისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ეს არის ძალიან დიდი სტიმული არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენ მთიანი სოფლები გვაქვს ,რომლებიც დაშორებულია დაბის ტერიტორიული ცენტრიდან. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე არაერთი ასეთი სოფლის სკოლა იყო ჩართული."
„ხარაგაულის ეტალონმა მოსწავლემ“, რომელმაც გამარჯვება პროექტში მეორედ მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა, დამსწრეებს გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ წარმატება მხოლოდ სტაბილური მეცადინეობებით მიიღწევა:
„ძალიან გახარებული ვარ. წელს მეორედ მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა და პირველი ადგილის მფლობელიც გავხდი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონატისთვის რაღაც განსაკუთრებული სამზადისი არ მქონდა. უბრალოდ, სკოლაში ვსწავლობდი 10 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ წარმატების საწინდარი ყოველთვის არის სტაბილური მეცადინეობა და მოტივაცია, რომელსაც „ეტალონი“ გვიქმნის.“
ხარაგაულის ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი ემოციური აღმოჩნდა „ეტალონი მოსწავლის“ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მარინა მუმლაძისთვისაც, რომელმაც აღნიშნა, ნამდვილად ღირსეული „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა - მას მრავალგზის უსახელებია ხარაგაული:
„მინდა, დასაწყისშივე აღვნიშნო,რომ გიმნაზიიდან დღის 6 მონაწილე იღებდა მონაწილეობას, აქედან 3 მოსწავლე საუკეთესო 9 ბავშვს შორის მოხვდა. მათ შორის საბა კი გამარჯვებული და „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. ის მართლა „ეტალონი მოსწავლეა“, არაერთ კონკურსსა თუ პროექტში მიუღია მონაწილეობა და ყოველ ჯერზე უსახელებია სკოლაც და ხარაგაულიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ საბას და წარმატებებს ვუსურვებ ფინალზე.“
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეების ყოველდღიური წარმატებაა
ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნათია ბენდელიანმა, I-II კლასებში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერები“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე