მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრნენ, სადაც კაშიამ მოსწავლეებთან პირად გამოცდილებასა და ბულინგის თემაზე ისაუბრა. გაიხსენა სკოლის პერიოდი, მაშინ, როდესაც მას თავად ჩაგრავდნენ.
„როდესაც ფეხბურთზე სიარული დავიწყე, პოპულარული არ იყო ეს სკოლაში. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული და ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. როგორ ვთქვა, უფრო კრიმინალური მენტალიტეტის „კაი ბიჭები“ იყვნენ და გეკითხებოდნენ - „კაი ბიჭობა“ გირჩევნია თუ ტორტი და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში.
სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული არ ვიყავი, მეგობრები არ მყავდა. გოგონებთან ვმეგობრობდი. მართალი გითხრათ, ვერ ჩავდიოდი იმიტომ რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და „ხურდა მომე ბიჭოს" იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ სიტყვა ბულინგიც არ ვიცოდი, ჩაგვრა თუ იყო, ესეც არ ვიცოდი, რადგან სახლში მეუბნებოდნენ, ბიჭო, არავინ დაგჩაგროს, არ იტირო. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, სავადმყოფოშია. ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს“, - განაცხადა ფეხბურთელმა და მოსწავლეებს ურჩია, რომ თუ ვინმე მათ ჩაგრავს, გაუზიარონ ამის შესახებ მეგობრებს, მასწავლებლებს ან თავად მას მიწერონ ინსტაგრამზე.
„სკოლის ბუფეტში რომ ჩავიდოდი და ფულს წამართმევდნენ, მეგონა ჩემს ძმას შეურაცხყოფას მივაყენებდი ამით. ესე ვფიქრობდი. არადა ასე არ არის, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ შიშს განვიცდიდი. თუ რამის გეშინიათ, ვინმეს უნდა გაუზიაროთ. ეს მარტო ჩაგვრა არ იყოს. თუ რამის გეშინიათ, ისეთი ადამიანი უნდა მონახოთ, ვისაც ეტყვით. თუ ბულინგის მსხვერპლი ხართ, მონახეთ მეგობარი, ან ისეთი ადამიანი იყოს, მაგალითად დირექტორი, მასწავლებელი, ეს შეიძლება ვიყო მე. დღევანდელ დროს ისეა განვითარებული ყველაფერი, შეგიძლიათ, „ფეისბუქზე“ არა, მაგრამ „ინსტაგრამზე“ მომძებნოთ და თქვენი ტკივილი მე გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ", - განაცხადა კაშიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა