მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის მორიგი ტრენინგის ჩატარებას გეგმავს. რეგისტრაცია დაწყებულია და 2018 წლის 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ტრენინგის "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები" განკუთვნილია: ყველა საფეხურის დაწყებითი განათლების, ისტორიის, ქართულის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, მუსიკის და V-VI კლასის ბუნებისმეტყველების პედაგოგებისთვის. ასევე, გერმანული, ფრანგული და რუსული ენის მასწავლებლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პედაგოგებისთვის.
მასწავლებლებს ტრენინგზე რეგისტრაცია სამი მოდულზე შეეძლებათ:
პირველი მოდული - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“
ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლებს, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებასა და მიზნის მისაღწევად საჭირო სტრატეგიებს. მოსწავლეების მამოტივირებელ ფაქტორებს, გაიაზრებენ მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობას.
მეორე მოდული - "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"
ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: გაზომვადი სასწავლო მიზნების განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვას. შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმას, შეფასების რუბრიკის შექმნის მექანიზმებსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.
მოდულში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში მის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე. მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გაანალიზებასა და სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირებაში გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით.
მესამე მოდული - „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“
ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობას. შეისწავლიან კარგად ორგანიზებული, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნის სტრატეგიებს; გააცნობიერებენ ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობას; გამოიმუშავებენ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო უნარებს; გაეცნობიან სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება გააცნობიერონ თანამშრომლობითი კულტურისა დამკვიდრების მნიშვნელობა საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის და შეადგინონ პორტფოლიო თავიანთი პროფესიული გამოცდილების დოკუმენტირებისა და პროფესიული ზრდის დემონსტრირების მიზნით. გაეცნობიან მოსწავლეების მამოტივირებელ ფაქტორებს, გაიაზრებენ მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობას.
სამივე მოდულის ტრენინგების ხანგრძილობაა: 12 საკონტაქტო საათი (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში, დღეში 6 საათი.)
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2JLLB6Y
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა