მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ‘’ლენტეხის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ლენტეხს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ლენტეხის N1 სკოლაში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ლენტეხის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი მთელი გულითა და სულით ულოცავს ამ ლამაზ დღეს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მათ:დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ‘’ლენტეხის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ''ლენტეხის ეტალონი მოსწავლე'', ლენტეხის N2 სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანი საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მე-3 ადგილზე გავიდა და 4000 ლარით დაჯილდოვდა.
როგორც თავად ლენტეხელები აღნიშნავენ, წელსაც არანაკლები შედეგის იმედი აქვთ.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.