სიახლეები
ეტალონი

Izrune.ge დაბადების დღის სიმღერის ფონზე - ქუთაისი საგანმანათლებლო ინოვაციებს გამორჩეულად ეგებება
08-11-2018
-
+


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge- ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიგა ციბაძე, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, ერთერთი წევრის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სიმღერით დაიწყო და ამაღლებულ ნოტაზე გაგრძელდა.

აუდიტორიას პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და izrune.ge - ს ხელმისაწვდომობამ, მისმა შემეცნებითმა, სახალისო და ინდივიდუალურ - გუნდურმა მიდგომებმა დამსწრეთა ოვაციები დაიმსახურა. 

დირექტორთა შეფასებით, პორტალი შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიური ჩართვისა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ამდენად, ყველა კეთილგონიერი მშობელი, რომელსაც შვილისთვის ბედნიერი მომავალი სურს, izrune.ge - ს დიდ ოჯახს შეუერთდება.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს  მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„უფასო ფაკლუტეტების“ სია დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

ფაქტი იყო, გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე, მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა



„წელს 16 პირველკლასელს ველოდებით, რაც ასევე ძალიან გვახარებს, ყველა თაობა უკეთესით და უკეთესით იცვლება“

ბაღებში კურიკულუმის დანერგვა - ექსპერტებმა პრაქტიკული ქეისები განიხილეს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა

მარაბდის საჯარო სკოლამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა პატარებს

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება