მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
"ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე",- ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება ანაზღაურების სისტემისა და სამოტივაციო პაკეტების განვითარება.
„სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წლიდან მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამების განხორციელება გაგრძელდება. თავისუფალი გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული, გახდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი...
პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის ამოქმედდება პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, წახალისებული იქნება მათი სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ. სახელფასო პოლიტიკა დაეფუძნება ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების ანალიზს...
დაინერგება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება და სკოლებში ყოველწლიურად ახალი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს...“-წერია 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში უკვე წარადგინა.
ამავე თემაზე იხილეთ: „2019 წლიდან სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში