სიახლეები
სკოლები

ტყემლანის საჯარო სკოლამ სპორტული მოედანი საზეიმოდ გახსნა
08-11-2018
-
+


ტყემლანის საჯარო სკოლამ სპორტული მოედანი საზეიმოდ გახსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლაზე გამოყოფილი შესაბამისი სახსრებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი გარე სპორტული მოედანი მოეწყო.

სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის განვითარება.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება კი დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ სკოლაში  სპორტის გაკვეთილების სათანადო დონეზე ჩატარებას, მოსწავლეთა ჩართვას რეგულარულ სპორტულ საქმიანობაში, წარმატებებს დიდ სპორტში და მოსწავლეთა სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლას სპორტული მოედანი მიულოცეს და სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მხიარული სტარტები და მინი ფეხბურთი, სადაც ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ტყემლანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მობრძანებულ სტუმარს.





იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

კლასის დამრიგებლის ლანა კილაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

„დედის სიყვარული არის ერთადერთი სიყვარული, რომელიც უპირობოა, დაუსრულებელი  და უანგარო“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება