მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აპლიკანტებისთვის, რომლებმაც პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად ტესტირება დაწერეს, დღეს მიღებული ქულები გახდა ცნობილი.
თუმცა, როგორც Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საბოლოო პასუხები თუ რომელ პროგრამებზე ჩაირიცხნენ ცნობილი 25 ნოემბრამდე გახდება. მანამდე კი მათ არჩეული პროგრამებში პრიორიტეტების ჩამონათვალის ცვლილება შეუძლიათ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პროფესიული ტესტირების შედეგების გასაცნობად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ხოლო ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა.
ცნობისთვის, პროფესიულ ტესტირებაზე წელს 10 850 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 8 000-მდე აპლიკანტი გამოცხადდა, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 5 853-ია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ