მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველაზე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი, პროექტის ავტორთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ქუთაისს ესტუმრა.
ღონისძიება გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა, სადაც ჩემპიონატს გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, პარლამენტის წევრები გენადი მარგველაშვილი და დავით ჭიჭინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიგა ცაბაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფინალი ორი მიზეზით იყო გამორჩეული. 2018-2019 წლის ინტელექტ- ჩემპიონატის ახალმა სეზონმა ამ დროისთვის ყველაზე მაღალქულიანი ფინალისტი გამოავლინა. ამასთან, ყველასთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ პირველი ორი საპრიზო ადგილი ერთი სკოლის, N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი მომავლის საქმეს ემსახურება:
„ვიტყოდი, ეს არის საქმე, რომელიც მომავალს ემსახურება. ეს არის ღონისძიება ხვალინდელი დღისთვის. შესაძლებლობაა გაიბრწყინონ და წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი. მადლობა მინდა გადავუხადო წარმატებულ სკოლებსა და მთავარ გმირებს -ბეჯით მოსწავლეებს.
რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს ხედვას, განათლების რეფორმის პირველი კომპონენტი ეს არის სკოლამდელი და სასკოლო განათლების ისეთი სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ აკადემიური განათლების მიღებას, არამედ ინტელექტუალური რესურსების წარმოჩინებას. მიხარია, რომ „ეტალონი “სწორედ ამ საქმეს ემსახურება და ჩვენც, სამინისტროს წარმომადგენლები, ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საშვილიშვილო საქმეს. ეს არის კოლოსალური შრომა. ამიტომ, პირველ რიგში, დიდი მადლობა სწორედ ამ პროექტსა და იდეის ავტორს.“
იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, გამარჯვება მიულოცა ქუთაისის „ეტალონ მოსწავლეს“ და ფინალუზე ღირსეული ასპარეზობა უსურვა:
„ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას შორის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ფინალზეც ღირსეულად წარმოგვაჩენს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას და მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ასეთი საოცარი დღისთვის.“
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი ბავშვებში კრეატიულ აზროვნებას ავითარებს და მეტ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სძენს მათ:
„ძალიან მახარებს ის ფაქტი ,რომ „ეტალონში“ ჩართულობა ძალიან მაღალია. ჩემთვის ეს პროექტი გარე მოტივაციის შინაგან მოტივაციაში გადაქცევის ბრწყინვალე საშუალებას წარმოადგენს. წარმატებას ვუსურვებ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ვისურვებდი, სამომავლოდ, შეექმნათ საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში.“
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ „ეტალონის“ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მერია აცხადებს მზადყოფნას საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად:
„ზოგადად, „ეტალონი“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მომავალი თაობისთვის. ის ძალიან დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებაში. ბავშვები არიან მოტივირებულნი და მობილიზებულნი. მერია ყოველთვის მხარში უდგას საგანმანათლებლო პროექტებს და ცდილობს ყველაფერში ხელი შეუწყონ მათ.“
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიგა ცაბაძემ ხაზი გაუსვა „ეტალონში“ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობას და ქუთაისის „ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა:
„ეს არის ძალიან კარგი და მოსწავლეების წარმატებისთვის შექმნილი პროექტი. დღევანდელ ღონისძიებაზე არაერთი ბავშვი იბრძოდა წარმატებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“ მივულოცო წარმატება, ვუსურვო მას კიდევ უფრო მეტი წინსვლა. მადლობას ვუხდი „ეტალონს“ საქვეყნო საქმის მსახურებისთვის - სკოლები ძალიან დადებითად აფასებენ და აქტიურობენ, როცა საქმე ინტელექტ-ჩემპიონატებს ეხება, მოსწავლეები კი მეტად მობილიზებულები არიან, უკეთ მეცადინეობენ და ვითარდებიან.“
ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, ვაჟა ჯუღელმა „ეტალონი“ „მომავლის პროექტად“ შეაფასა:
„წლებია, რაც „ეტალონს“ ვგულშემატკივრობ. ეს არის პროექტი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „მომავლის პროექტი“. შესაძლებლობაა, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას განივითარონ სხვადასხვა უნარი და წარმოჩინდნენ ის. „ეტალონი“ ნამდვილად ქართული, ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია,რომელიც მომავალი თაობისთვის აკეთებ ძალიან დიდ საქმეს. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს.“
გამარჯვებულმა „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი, 2018-2019 წლის სეზონზე, ჯერჯერობით ყველაზე მაღალი შეფასებით მოიპოვა. მისი თქმით, არ არსებობს წარმატების ფორმულა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლია ნებისმიერ კონკურსანტს, არის ის, რომ ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს სასკოლო პროგრამას:
„სიტყვები არ მყოფნის, ძალიან უცნაური და ამაღლებული ეს დღე ჩემთვის. „ეტალონში“ ადრეც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვება წელს მოვიპოვე. ჩემპიონატისთვის რაიმე განსაკუთრებული მომზადება არ გამივლია, არც რაიმე მეთოდი მაქვს - როგორ გავხდი გამარჯვებული. კითხვების ძირითადი ნაწილი ლოგიკა და სასკოლო მასალა იყო . შესაბამისად, ყველას ვურჩევ არ ჩამორჩნენ სასკოლო პროგრამას, იმეცადინონ ყოველდღიურად და თამამად მიიღონ მონაწილეობა ინტელექტ-ჩემპიონატებში. რაც მთავარია, არ ინერვიულონ. ეს უბრალოდ დროს დააკარგვინებს მათ . წარმატებებს ვუსურვებ ყველას და ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი დღისთვის“.
ინტელექტ-ჩემპიონატზე პირველი ორი საპრიზო ადგილი ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ღონისძიება მეტად სასიხარულო და საამაყო აღმოჩნდა N12 სკოლის დირექტორისთვის. მან მიღწეული წარმატება მიულოცა მოსწავლეებს და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება სკოლისთვის ორმაგად სასიხარულოა:
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ სიხარულისთვის „ეტალონს“, რომელსაც წლებია ვგულშემატკივრობ. დღეს ორმაგი სიხარულის მიზეზი მაქვს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი, N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს. ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ანა სირბილაძეს. ეს იქნება მაგალითი და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს. “
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეების ყოველდღიური წარმატებაა
ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნათია ბენდელიანმა, I-II კლასებში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერები“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე