სიახლეები
სიახლეები

თქვენ თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე
23-01-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე ბათუმის მე-14 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მინისტრს კითხვა დაუსვა: „თქვენ ამბობთ, რომ ყველა მასწავლებელი, ვინც მშობელს და მოსწავლეს არ მოსწონს, სკოლიდან უნდა წავიდეს. ჩემი მოსწავლეებიდან ნაწილს არ მოვწონვარ, იმიტომ, რომ მეტს ვითხოვ, ამის გამო ღიზიანდება მოსწავლე და არ ვუნდივარ, ამიტომ სკოლიდან უნდა წავიდე?“.

განათლების და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელს უპასუხა: „თუ მოსწავლეებს არ უყვარხართ, მაშინ კი“, – რასაც პედაგოგების აპლოდისმენტები მოჰყვა, – „ზედმეტი სიმკაცრე, მოთხოვნა აჯავრებს მოსწავლეს სწავლას. როგორც ჩანს, არ მიიღეთ ეს მოსაზრება, თუმცა, აუცილებლად წავალთ ამ მიმართულებით.  ბავშვს თუ მასწავლებელი არ უყვარს, შანსი არ არის. ძალიან მომთხოვნი მასწავლებლები ვიცი, ტყავს რომ აძრობენ მოსწავლეებს, მაგრამ 35-ივე ამბობს, რომ უყვარს და მოსწონს ეს მასწავლებელი. ამიტომ თქვენი ამოცანაა რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ“- განაცხადა მინისტრმა. 

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სიმკაცრით ამ საუკუნეში არაფერი არ გამოვა: „ჩვენ გვჭირდება ისეთი პედაგოგები, რომლებიც სიმკაცრის და დაძალების გარეშე შეძლებენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ. მე თუ არ ვეყვარები ბავშვებს და მშობლებს, აღარ ვიქნები ამ თანამდებობაზე და თუ არც თქვენ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე“. 

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge/news/64887/#sthash.Cg5idw6J.dpbs

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება