მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურის რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლის ან ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ვადები განისაზღვრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით, აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურის რეიტინგული ჩამონათვალის ან ახალი პროგრამის დამატება 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
საბოლოო პასუხები თუ რომელ პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხნენ აპლიკანტები ცნობილი 25 ნოემბრამდე გახდება. ტესტირების შედეგების გასაცნობად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს, ხოლო ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge.
Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა. ტესტირებაზე წელს 10 850 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 8 000-მდეაპლიკანტი გამოცხადდა, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 5 853-ია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც