სიახლეები
სიახლეები

პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს
12-11-2018
-
+


პროფესიული განათლების კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში დასახელდნენ - საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი დასახელდა; წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი  ია მოსაშვილმა მოიპოვა; რაც შეეხება 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამ ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” გაიმარჯვა; წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად კი საქართველოს რკინიგზა დასახელდა.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო არაერთი ფორუმი თუ ღია კარის დღე, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

„პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს, მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეორედ ჩატარდა. 

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...