მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში „დედა ენას“ ვარსკვლავი გაუხსნეს.
საზეიმო ღონისძიება პირველ კლასებში ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება 1-ელი კლასის პედაგოგებმა გაუწიეს. ზეიმში პირველკლასელები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოისმინეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. ღონისძიების დასასრულს კი ვარსკვლავი გახსნეს.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო გვარამაძე ესწრებოდა. მან ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „დედა ენის“ კუთხე ბავშვებისა და მასწავლებლებისათვის საყვარელ ადგილად იქცევა, სადაც იაკობ გოგებაშვილისა და დედა ენისთვის პატივის მიგებას შეძლებენ. ნინო გვარამაძემ სკოლის დირექციას საინტერესო და მისაბაძი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ანბანის შესწავლის გზაზე წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი