მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კემბრიჯის განათლების სახლი სკოლის ასაკის მოსწავლეებს სთავაზობს კემბრიჯის სუპერ პროგრამას.
კურსი მოიცავს საუბრის, წერა-კითხვისა და მოსმენის უნარების გაუმჯობესების უახლეს პროგრამას.
პროგრამა დატვირთულია აუდიო და ვიდეო რესურსებით. ყოველი თვის ბოლოს ტარდება საგამოცდო ტესტირება თითოეულ უნარში, სადაც მოსწავლეებს გადაეცემათ სახალისო სერთიფიკატები.
დამატებით თვეში 2-ჯერ მოსწავლეებს უტარდებათ ინგლისურენოვანი საკლუბო შეხვედრა, სადაც საუბრობენ წაკითხულ წიგნზე, წინასწარ შერჩეულ საინტერესო თემებზე, უვითარდებათ სასაუბრო უნარები ინგლისურ ენაზე.
სწავლების პერიოდში მოსწავლეები ეჩვევიან და გამოიმუშავებენ მათი შემდგომი წარმატებისთვის საჭირო თანამედროვე უნარ-ჩვევებს, იქნება ეს საერთაშორისო ტიპის ტესტები თუ მიზნობრივი ლიტერატურა, სიტყვათა მარაგი, რომელიც გამოადგებათ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის წარმატებით მიღებაში. ასევე, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრასა და დროის სწორად დაგეგმვაში.
ლიტერატურა მოსწავლეებს გადაეცემათ საჩუქრად.
ცენტრი მდებარეობს მოსახერხებელ ადგილას, მეტრო რუსთაველთან ახლოს. არის აქტიური სასწავლო გარემო, მეგობრული და თბილი პედაგოგები, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეების სწორ და ჰარმონიულ განვითარებაზე.
მშობლებისთვის ფუნქციონირებს მშობელთა კლუბი, სადაც ცენტრის ფსიქოლოგთან შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს საჭირო საკითხებსა და ბავშვთა განვითარებაზე.
ჩვენი მისამართია: ვაშლოვანის 3, მეტრო რუსთაველთან და ვერის ბაღთან ახლოს.
ტელ: 598097311
მოგვძებნეთ ფეისბუქზე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა