სიახლეები
სკოლები

ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპული ხარისხის მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას
13-11-2018
-
+


მარტვილის, ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.

ნაბეგერავოს სკოლა ევროპულ ხარისხს შეესაბამება. თანამედროვე, ვიტრაჟული სკოლის შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას აქვს აკუსტიკური ჭერი, ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელის ანალოგიც რეგიონში არ არის. დარბაზი 100 მაყურებელზეა გათვლილი და შესაძლებელია ხელბურთის, ფრენბურთის კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ნაგებერავოს სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი ასრულდა.

სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლების განმავლობაში არასდროს განხორციელებულა.

მოშლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეების ახლომდებარე საჯარო სკოლებში გადინებას იწვევდა. ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი, ნაბეგერავოს სკოლის მოსწავლეები თავიანთ სოფელში დაბრუნებიან და ახალ, ევროპული ხარისხის მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული

სკოლის აკადემიურ მოსწრებას გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე 

„ძალადობის ნებისმიერი ფორმა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბავშვების განვითარებას“ - ადრეული განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები 

რა შემთხვევაში გაუფორმდება პედაგოგს შრომითი ხელშეკრულება მაქიმუმ 18 თვით? - დეტალები

ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა და რა საბუთებია საჭირო

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საზეიმოდ გმოწყობილმა მოსწვალეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს და 2025 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

დღე ემოციებით სავსე, ხალისიანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის 

მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება