მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის რადენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანძელაძე აცხადებს, გათავისუფლებულია 4 საჯარო ბაღის დირექტორი.
სააგენტოს ხელმძღვანელის ცნობით, თბილისის N109, N50, N169 და N145 საბავშვო ბაღების დირექტორთა გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა. მათ შორის, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.
როგორც გვანცელაძე აცხადებს, მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა თავად უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომები ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.
წყარო: 1tv.ge
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება. მისივე თქმით, დირექტორთა გათავისუფლების საკითხი საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა