სიახლეები
სიახლეები

ქართულის საგამოცდო დრო მცირდება - 2019 წელს წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ
14-11-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის (როგორც არჩევითი საგნის) ტესტებშიც შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ტესტში მხოლოდ 3 დავალება იქნება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა. შესაბამისად,  საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, ამასთან ნახევარი საათით შემცირდა საგამოცდო დროც, რომელიც ახალა 3 საათი და 45 წუთიანი გახდა.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია აღნიშნავს, ტესტში შეტანილ ცვლილებებს რამდენიმე მიზეზი აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აბიტურიენტები დაზეპირებული შპარგალკებით ცდილობენ ფონს გასვლას.

„ყოველ წელს ერთი და იგივე ფორმატით რომ მივცეთ დავალება აბიტურიენტებს, ის დავალება მერე იშტამპება და ხშირად დაზეპირებული შპარგალკებით ცდილობენ ბავშვები ფონს გავიდნენ. ამ შემთხვევაში, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტიდან ამოვიღეთ, იყო 15-კითხვიანი არჩევითპასუხებიანი ბლოკი, რომელიც ტექსტის გააზრების უნარს ამოწმებდა. ტექსტის გააზრების უნარი ისედაც მოწმდება თხზულებაში, ეს დავალება იყო ერთგვარი დამხმარე ბავშვებისთვის, რადგან ყოველ კითხვას 4 პასუხი მოჰყვებოდა და იქიდან თუ სწორ პასუხის ირჩევდა, შემდეგ თხზულების დაწერა უადვილდებოდა.

ყოველ წელს გამოცდების შემდგომ დავალებების ფსიქომეტრულ ანალიზსს ვატარებთ და ვაანალიზებთ შედეგებს. შესაბამისად თანდათან გამოჩნდა, რომ ეს კითხვები, რომელიც აბიტურიენტს ტექსტის გააზრებაში ეხმარებოდა, ხელისშემშლელიც აღმოჩნდა მათთვის, რადგან არასწორი პასუხის არჩევის შემთხვევაში, ის წერით დავალებასაც ამის მიხედვით აკეთდებდა. ერთი ხარვეზი ეს აღმოჩნდა, მეორე - როგორც ჩანს, მასწავლებლები ხანდახან ცდილობენ, აბიტურიენტებს მარტივი გზებით ასწავლონ ქულების დაგროვება, რის გამოც ეუბნებოდნენ, რომ კითხვებში რასაც სწორ პასუხებს შემოხაზავდნენ, თხზულების ადგილას გადმოეწერათ და ამით გაევრცოთ პასუხები. ამით ისინი მართლაც იღებდნენ რაღაც ქულას, მაგრამ მერე აღარ იყო ტექსტის სრულფასოვანი ანალიზი. ამიტომაც ამ დავალებამ თავისი დრო მოჭამა და ამოვიღეთ, სამაგიეროდ, შედარებით გაიზარდა თხზულების შეფასების კრიტერიუმები.

თხზულების შეფასების დროს ახლა უფრო ღრმად შემოწმდება უნარი თუ რამდენად კარგად გაიზარა აბიტურიენტმა ტექსტი და დავალების პირობა და რამდენად კარგად შეუძლია იმსჯელოს. და რაკი, წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ, ამიტომ აუცილებელი ხდება წერითი დავალების შესრულება. მოსწავლეებმა წერაში უნდა ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა ჯამბურიამ.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შევიდა ლიტერატურის, როგორც არჩევითი საგნის ტესტებშიც.  ლიტერატურის საგამოცდო ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, გაზრდიალია კითხვების ბლოკი, რომელიც 30-ის მაგივრად  40-ქულიანი გახდა, მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა კი 30 ხდება. ამასთან, შემცირდა მაქსიმალური ქულა, რომელიც 80-ის მაგივრად 70 გახდა და გამოცდისთვის განკუთვნილი დრო 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად 4 საათი იქნება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ხელმძღვანელის განცხადებით, ლიტერატურის გამოცდიდან ერთი წერითი დავალების ამოღება აბიტურიენტების დაკვირვების შედეგად გადაწყდა. როგორც ჯამბურია გვეუბნება, 2 წერითი დავალება ზედმეტად ღლის აბიტურიენტს, გარდა ამისა, დავალება რომელსაც 2019 წლის აბიტურიენტები აღარ შეასრულებენ, თითქმის იდენტური იყო იმ არგუმენტირებული ესეში რომელსაც აპლიკანტები ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითადი გამოცდისას წერდნენ.

„ლიტერატურის ტესტში იყო ორი წერითი დავალება. პირველი იყო ორი ტექსტის შედარება და ანალიზი, მეორე წერითი დავალება იყო არგუმენტირებული ესეს მსგავსი, ოღონდ ლიტერატურულ მასალაზე მსჯელობით. გარდა იმისა, რომ ეს დავალება ფაქტობრივად იმეორებდა სავალდებულო გამოცდაში დასაწერ არგუმენტირებულ ესეს, ამის ხარვეზი ის იყო, რომ ორი წერითი დავალების შესრულება ძალიან უჭირთ აბიტურიენტებს. იღლებიან კიდეც და ზოგი საერთოდ ვერ ასწრებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სავალდებულო გამოცდაში არგუმენტირებული ესეს ხვედრითი წილი გაზრდილიყო ანუ იქ ქულები მოემატა, სამაგიეროდ არჩევით გამოცდაში მეორე დავალება -  ესე საერთოდ ამოვიღეთ.

ეს ოდნავ ამარტივებს გამოცდას, რადგან ორი წერითი დავალების დაწერა აღარ უწევთ, მაგრამ 10 ქულა დაემატა კითხვების ნაწილს, სადაც აბიტურიენტებმა უნდა გამოავლინონ ლიტერატურის საპროგრამო მასალის ცოდნა. ამ თვალსაზრისით, მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ტექსტებს რასაც სკოლაში სწავლობენ. არავინ ითხოვს მათ ლექსების ზეპირად ცოდნას, თუმცა ტექსტების შინაარსი კარგად უნდა იცოდნენ, რათა მათ კარგი ქულები მიიღონ“, - აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

„მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან“

სკოლები

პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
 ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“ 

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს
საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება