მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დღეს, კლუბ „წერო 24“-ის ხელმძღვანელობით, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო ღონისძიება - სკოლის დაარსებიდან 64 წლის იუბილე.
ღონისძიება მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა და ლიტერატურული კლუბი „წერო 24“ მოწვეული სტუმრების წინაშე გასული წლის საანგარიშო საქმიანობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალით წარსდგა.
ნიშანდობლივია, რომ წელს სკოლის სივრცეში - ეზოში, დაფუძნებული ეკლესიის - წმინდა კაცი ექვთიმეს სახელობის ტაძრის 10 წლის იუბილეც აღინიშნებოდა. ამიტომ ლიტერატურული კლუბის უშუალო მონაწილეობითა და თაოსნობით, ნაჩვენები იქნა, ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია- „ექვთიმე თაყაიშვილი“
ღონისძიების დასასრულს, ამ სასწავლო წლისთვის დასახელდნენ კლუბის კოორდინატორ მოსწავლედ - ლიკა შაკიაშვილი და ხელმძღვანელ მასწავლებლად - თამარ ბარისაშვილი. რომელთაც გადაეცათ ესტაფეტა მორიგი ღონისძიებებისა და აქტივობების ჩასატარებლად.
ფართო აუდიტორიამ, დამსწრე საზოგადოებამ, სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მშობლებმა, მადლობა გადაუხადეს კლუბის წევრებს ამ ლამაზი დღის წარმართვისთვის და როგორც ბატონმა გიორგი კაკაბაძემ აღნიშნა, სკოლის 65 წლის იუბილესთვის უფრო ფართო მასშტაბით მზადება, უკვე უნდა დაიწყოს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი