სიახლეები
სკოლები

ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „მომავალი ჩვენია“ მრავალ პროექტს ახორციელებს
14-11-2018
-
+


ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბი „მომავალი ჩვენია“,  სადაც    IX-XII კლასების მოსწავლეები არიან გაწევრიანებული.

კლუბს, რომელსაც ჰყავს ლიდერი და აქვს წესდება,  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კახაბერ შონია ხელმძღვანელობს.

კლუბმა სხვადასხვა აქტივობა უკვე ჩაატარა. მათ შორის ძველი წიგნების რესტავრაცია განახორციელა. ამჟამად პროექტი „ჩვენ გვიყვარს წიგნები“ მიმდინარეობს.

აღნიშნულის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ბიბლიოთეკის მოწყობა, რათა მოსწავლეებმა  სკოლის ბიბლიოთეკით ისარგებლონ.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში სკოლას  ბიბლიოთეკა და სამკითხველო ექნება, რომელსაც  მოსწავლეები, მასწავლებლები და თემის წარმომადგენლები გამოიყენებენ. პროექტის განხორციელება ხელს  წიგნებსა და ონლაინ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს.

კლუბის ინფორმაციით,  გასატარებელი ღონისძიებები შემდეგს მოიცავს: ბიბლიოთეკის ოთახის შერჩევა, კოსმეტიკური სამუშაოს შესრულება, ინტერნეტით აღჭურვა და ინვენტარის (კარადის, მაგიდის) შეძენა და შეხვედრების მოწყობა სპეციალისტებთან და გამოცდილების გაზიარება. პროექტის ფარგლებში სკოლაში  ინტელექტუალური თამაში ჩატარდება, რომლისთვისაც 8 მონაწილე გუნდი შეიქმნება, სადაც ყველა მოსწავლე გაერთიანდება. მათ მიეცემათ რამდენიმე ტიპის დავალება: არჩეული ნაწარმოებიდან მონაკვეთების ამოღება, კითხვაზე პასუხი, გუნდის კაპიტნებისთვის მოცემულ ტექსტში მხატვრული ხერხების ამოცნობა. სულ  5 ტური იქნება. მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ  ქულები დაჯამდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი  ბუს, როგორც ინტელექტისა და სიბრძნის სიმბოლოს ქანდაკებით დაჯილდოვდება. დანარჩენ გუნდებს  სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ. ფინალური თამაში სამოქალაქო კლუბის ოთახში გაიმართება. მასწავლებლები კითხვებს თითოეული  ტურისთვის ამზადებენ  და ასევე - ჟიურისთვის სწორი პასუხის ფურცლებს. დასასრულს,  ცოდნის შესამოწმებლად  და პროექტის წარმატების თუ წარუმატებლობის დასადგენად მოსწავლეები და მშობლები კითხვარს შეავსებენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება