სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვი სახლისგან, სახლი კი - ბავშვისგან?
16-11-2018
-
+


ამბობენ, პატარებს ასი თვალი და ასი ყური სჭირდებათო. ღელვა მას შემდეგ უფრო მატულობს, რაც ბავშვი ჯერ ცოცვას, შემდეგ კი სიარულსა და სახლის თავდაყირა დაყენებას იწყებს...

მშობლებო, ეს პერიოდი შესაფერისი დროა „ჭკვიანი სახლისა“ და უსაფრთხო გარემოს მოსაწყობად, იმ სივრცის შესაქმნელად, სადაც ბავშვს სახლისგან, სახლს კი ბავშვის ცელქობებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცავთ. Etaloni.ge გირჩევთ:

შეხედეთ ბინას პატარების თვალით, ამ გზით, ზუსტად მიხვდებით რა უნდა დაფაროთ, დახუროთ, გადაადგილოთ და შეინახოთ ისე, რომ ბავშვს ხელი არ მიუწვდებოდეს.
  • ფანჯრებზე აუცილებლად დააყენეთ გისოსი. თუ სახლში, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ, არის კიბე მეტი უსაფრთხოებისთვის შექმენით ბარიერი კიბის თავსა და ბოლოში.



  • მძიმე საგნებისგან თავის დასაცავად, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ კარადები კედელზე კარგადაა მიმაგრებული. მოერიდეთ შუშით გაწყობილი ავეჯის დადგმას და ყურადღებამისაქცევ, ფერად და ბავშვისთვის საინტერესო დეკორებს.
  • გამოიყენეთ დენცქვიტას დამცავი, დენის კაბელი კი პლასტმასის შესაფუთი ყუთებით გახადეთ უსაფრთხო.





  • გამოიყენეთ კარის დამჭერი.

  

  • ავეჯის კუთხეების უსაფრთხოებისთვის ეფექტურია სილიკონისა და რბილი ფაქტურის დამცავები.





  • სამზარეულოში ცხელ საკვებთან, ბასრ საგნებთან და ჭურჭელთან ერთად, რომელიც ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ უნდა დავდოთ, მთავარი საფრთხე გაზქურაა. არსებობს გამჭვირვალე, ცეცხლგამძლე დამცავები, რომლებიც ბავშვს ბარიერს უქმნის. 



აბაზანაში:
  • მჭიდროდ დახურეთ სარეცხი მანქანის კარი და დაბლოკეთ ის;
  • ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ადგილიდან აიღეთ ჰიგიენური ნივთები;
  • დააყენეთ უნიტაზის ჩამკეტი.




უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავთ თქვენ?

გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება