მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N172 სკოლის დირექტორი დავით ბრეგვაძე, რომელსაც მოსწავლის მშობელმა ხელზე უკბინა, ამჟამად ანტიბიოტიკებსა და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს.
როგორც დავით ბრეგვაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მშობლის სკოლაში დაბარების მიზეზი არა მოსწავლის რთული ყოფაქცევა, არამედ მშობლის მიერ სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმის მიზეზი იყო.
მშობლის გაღიზიანება დირექტორის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, თუკი მშობელი ხელშეკრულებას არ მოაწერდა ხელს, ამით სკოლაც თავისუფლდებოდა მოვალეობებისგან.
„მშობელი სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად იყო სკოლაში დაბარებული, დოკუმენტს არ აწერდა ხელს და უნდა მეკითხა, ხელშეკრულების რომელი პუნქტი არ მოსწონდა... არაადეკვატურ პასუხებს იძლეოდა, ლგბტ თემზე, ვაჟკაცობაზე, „ჩაშვებაზე“ და მსგავს თემებზე ლაპარაკობდა, რომლის მსგავსიც ხელშეკრულებაში არაფერი წერია. მე ავუხსენი და განვუმარტე, რომ ამ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა სკოლასაც ათავისუფლებდა მოვალეობებისგან. ეს არ ესიამოვნა და შეურაცხმყოფელი საუბარი დაიწყო მასწავლებლის მიმართ, მერე მეც მაგინა და ასე წარმოიშვა კონფლიქტი.
ფიზიკურ შეურაცხყოფაზე რომ აპირებდა გადმოსვლას, შევეცადე შემებოჭა, რომ დარტყმის საშუალება არ მისცემოდა და რომ ვერაფერი ვეღარ მოახერხა, მერე მიკბინა“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა, რომელმაც ასევ აღნიშნა, რომ მოსწავლე სწავლას ჩვეულებრივ აგრძელებს და ინციდენტის გამო, არც ერთი დღე არ გაუცდენია.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს უკვე აქვთ მისი და იმ პედაგოგების ჩვენებებიც, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ.
აღნიშნულს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რომელიც ძალადობას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც