სიახლეები
საინტერესო

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რას მოგიტანთ ღორის წელი
15-11-2018
-
+


ადამიანებს ბოლო წლებში განსაკუთრებულად აინტერესებთ ასტროლოგია, ეს ინტერესი კი ახალი წლის დასაწყისში იზრდება ხოლმე.

2019 წელი ყვითელ ღორს ეკუთვნის. მოდით, გადავავლოთ თვალი, რას მოგიტანთ ყვითელი ღორის წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

ვერძი

გამორჩეულად კარგი პერიოდი გექნებათ წელიწადის პირველ ნახევარში. ეს განსაკუთრებულად თქვენს კარიერასა და ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება.  შესაძლოა ახალი, დამატებითი სამსახურიც შემოგთავაზონ. პირად ცხოვრებაში სტაბილური პერიოდია, იქნება მცირე შფოთვა, უკმაყოფილება, მაგრამ კარიერული წინსვლა სხვა ყველა დაბრკოლებას გადალახავს.

წლის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლებელია სასუნთქი გზების ქრონიკულმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ამ პრობლემას თავიდანვე სერიოზულად შეხედავთ, მნიშვნელოვან გართულებებს აიცილებთ თავიდან.

ასევე ხანგრძლივი შვებულება წლის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. 

კურო

თქვენს მიერ მთელი წლის ნაშრომი, სწორედ წელს გამოიღებს შედეგს. ამ წელიწადში საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ დროა, საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ, ეს პირველ რიგში სიბერეში ეკონომიკური სტაბილურობისთვის გჭირდებათ.

არ გადაიტვირთოთ, ეცადეთ, შვებულება ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. წელს ბევრი ახალი ნაცნობობა გელოდებათ, რაც პირველ რიგში თქვენს საქმეს წაადგება და მათგან ნაწილი დიდხანს დარჩება თქვენს ცხოვრებაში.

მარტოხელა კუროებმა, დროა დაოჯახებაზე იფიქროთ. მათ კი ვინ უკვე შეებით უღელში, შესაძლებელია ოჯახის კიდევ ერთი წევრი დაგემატოთ, შვილი, შვილიშვილი... 

ტყუპები 

სასიამოვნო და მორცხვი ღორი სიმპატიით ეპყრობა ტყუპებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სფეროში წარმატება გარანტირებული გაქვთ.  განსაკუთრებულად კარგი წელია დასაქმებული ტყუპებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ ახალი და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოთ.

ახალი საქმე ოჯახთან შეუთანხმებლად არ უნდა წამოიწყოთ, თორემ შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი დაგემართოთ. 

წელს აუცილებლად წადით შვებულებაში, სადაც გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გადაიკვეთებიან პარტნიორის ან შეყვარებულის სახით. იკითხეთ ბევრი, ეს თქვენ ინტელექტუალურ მდგომარეობაზე მხოლოდ დადებითად აისახება. 

კირჩხიბი

უახლოეს მომავალში გადაღლილი კირჩხიბი შეამცირებს ადამიანებთან კომუნიკაციას. წარმატება წელს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რადგან გუნდთან მუშაობა ძალიან გაგიჭირდებათ. წლის დასაწყისში პირად ცხოვრებაში კონფლიქტური მდგომარეობა გექნებათ.

შეეცადეთ ყველა სირთულე დაძლიოთ და მეორე ნახევარს მაინც მშვიდად შეხვდეთ. გაიცანით ახალი ადამიანები, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ ძველი მეგობრების დაკარგვის ხარჯზე.

პრობლემები შეგექმნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ჭარბ წონასთან დაკავშირებით. შეეცადეთ ჭამოთ ზომიერად და აუცილებლად ივარჯიშოთ. 

ლომი

ლომი წლის პირველ ნახევარში ყურადღების ცენტრში მოექცევა. მისი მიღწევები საბოლოოდ დაფასდება ყველა სფეროში. აუცილებლად ექნება ახალი საქმე და ახალი მოვალეობები. ყურადღებას ითხოვენ თქვენგან ნათესავები და გაიძულებენ, რომ მათი პრობლემები გადაჭრათ.

ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ, არ მოწყდეთ დიდი ხნით ოჯახს სამსახურის გამო, თორემ შესაძლებელია ჯანმრთელობა სერიოზულად შეგერყეთ. ასევე გექნებათ თავის ტკივილები.

ზაფხულში დიდია შანსი რომ ახალი სიყვარული იპოვოთ, ეს იქნება ნამდვილი სიყვარული, რომელიც დიდხანს გაგყვებათ და რაც მთავარია, ეს ცხოვრებაშიც სერიოზულ ცვლილებებს მოგიტანთ.

დიდია შანსი საცხოვრებელი ქალაქი შეიცვალოთ და ქვეყანაც კი. ეს კი მხოლოდ სამსახურის გამო იქნება გადაწყვეტილი.

ქალწული

ეს წელი თქვენთვის იქნება ერთგვარი "მოსავალის აღების" დრო. რაც გასულ 11 წელიწადში დათესეთ, წელს სწორედ იმას მოიმკით. წინ გელოდებათ სამსახურებრივი რომანი, რომელმაც შეიძლება ქორწინებამდეც მიგიყვანოთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ჰიპოთერმია, თავი აარიდეთ ორგანიზმის დატვირთვას. თქვენი სხეული განსაკუთრებულად რეაგირებს ქრონიკულ დაავადებებზე.

წლის მეორე ნახევარში საინტერესო ბიზნესწიანდადებას მიიღებთ. დიდია შანსია სამსახურერის გამოცვლის, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ უარი.

სასწორი

წელს ახალ ძალას აღმოაჩენთ. გექნებათ სურვილი შეისწავლოთ ისეთი რამე, რაც სერიოზულ შემოსავალს მოგიტანთ.

იმის გამო, წელს თქვენი ახალი ჰობი დასაქმება იქნება, ოჯახში შესაძლოა კონფქლტი შეგექმნათ, რადან თქვენი საყვარელი ადამიანები უყურადღებობაში დაგდებენ ბრალს.

ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ამიტომ მოერიდეთ დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებას. თუ საშუალება გექნებათ, ცალკე შეიძინეთ სახლი და გადადით მარტო საცხოვრებლად.

მორიელი

მორიელი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. ცვლილებები ეხება კარიერას, ბიზნეს, სწავლასა და პირად ცხოვრებას. შესაძლებელია გადახვიდეთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში საცხოვრებლად.

ზაფხულის დასაწისში იგრძნობთ ახალ ძალას, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი გეგმები განახორციელოთ. შესაძლებელია ამ პერიოდში პირადი ცხოვრება აგერიოთ და ეს ყველაფერი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს.

გაუფრთხილდით ნერვებს და დროს ნუ დაკარგავთ შემთხვევითი ნაცნობების პრობლემების მოგვარებაზე.

მშვილდოსანი

როგორც წესი, მშვილდოსნებისთვის წელი საკმაოდ რთულად იწყება, ეს კი მატერიალური პრობლემებიდან გამომდინარეა. მის დახმარებას ისევ ოჯახის წევრები და მეგობრები შეძლებენ.

ზაფხულში თქვენი ფინანსური მდგომარეობა იმდენად შეიცვლება, რომ შესაძლებელია ახალი ფართის შეძენაზეც დაფიქრდეთ. შემოდგომა საუკეთესო დროა დასაოჯახებელი მშვილდოსანისთვის ოჯახის შესაქმნელად.

თხის რქა

მის ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს, რაც ძირითადად კარიერას ეხება. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ ქვეყანას დატოვებთ და საზღვარგარეთ მოიძიებთ ახალ სამუშაოს.

წელს ასევე ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენთ. თუ ბევრს იფიქრებთ, შეიძლება მათგან ბიზნესპარტნიორიც შეარჩიოთ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გექნებათ, განსაკუთრებულად ეს ქალ თხის რქებს ეხებათ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მცირეოდენი პრობლემები ჩანს, რაც დაკავშირებულია ძირითადად ემოციურ და ფიზიკურ გადაღლასთან. ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევასთან. 

მერწყული

თქვენთვის ეს წელიწადი მარტივი არ იქნება, რადგან სერიოზული კონფლიქტი გელით, როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე მეგობრებთან. დროა დაივიწყოთ ეგოიზმი და მისცეთ თავისუფლება ახლობლებს.

ძალიან მგრძნობიარე იქნებით კონფლიქტების მიმართ, ნუ შეეცდებით მის მოგვარებას თქვენეული ხერხებით.

უამრავ პრობლემასთან ერთად ზაფხულში ფინანსურისც დაგემატებათ, მაგრამ ამ ერთგვარ გამოცდას თუ ღირსეულად გაუძლებთ, წლის ბოლოს დიდი ჯილდო გელოდებათ.

თევზები

2019 წელი თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. კარიერულს ზრდას, რასაც დიდხანს ელოდით, წელს აგისრულდებათ. შესაძლებელია კომპანიის ხელმძღვანელც გახდეთ.

შესაძლებელია მოგზაურობა საკმაოდ დიდი ხნით, ასევე იდეალურია ახლის შესასწავლად.

ჯანმრთელობის მხრივ სტაბილური წელი გექნებათ, მაგრამ შესაძლებელია ვიტამინების ნაკლებობამ შეგაწუხოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება