მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა, ანა მოსემღვდლიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ახალგაზრდები სოციალური მეწარმეობისთვის.“
ფორუმი 8-9 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით (EaP CSF) ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეგიდით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 130-მდე ახალაგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი და მეწარმე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ასევე ევროკავშირიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.
ავსტრიის კონფერენციამდე ერთი თვით ადრე, ანა იმყოფებოდა დილიჟანსა (სომხეთი) და კიევში (უკრაინა) მოწყობილ „სოციალური მეწარმეობის სკოლებში“, სადაც შერჩეულმა მონაწილეებმა დაამუშავეს სოციალური ბიზნეს-იდეები, იმსჯელეს საერთო გამოწვევების გადაჭრის გზებზე და ისწავლეს ბიზნეს-პროექტების წერა. სწორედ სოციალურ სკოლებში შემუშავებული ბიზნეს-პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ვენის კონფერენციაზე.
ანა მოსემღვდლიშვილმა გუნდთან ერთად წარადგინა სოციალური ბიზნეს-პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმებას და კულტურების უკეთ დაახლოების შესაძლებლობას ითვალისწინებდა.
კონფერენციაზე ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს, ისაუბრა სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ფონდი მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავს ღონისძიებებს, რათა პარტნიორმა ქვეყნებმა დროულად შეძლონ გაძლიერება და ევროკავშირში ინტეგრაცია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც