სიახლეები
ინტერვიუ

ელიზბარ ჯაველიძე განათლების მინისტრობის პერიოდს იხსენებს - „ზვიად გამსახურდიას გეგმით რომ გვევლო, ბევრად წინ ვიქნებოდით“
16-11-2018
-
+


ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, 1991 წელს, სულ რამდენიმე თვით,  განათლების სისტემას აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ელიზბარ ჯაველიძე ედგა სათავეში. 

ბატონი ელიზბარი, რომელიც მალე 82 წლის გახდება, ზვიად გამსახურდიას მეგობარი გახლდათ. განათლების ყოფილ მინისტრს ზვიად გამსახურდიაზე განათლებული არავინ უნახავს და დარწმუნებულია, ზვიადის გეგმით რომ აწყობილიყო განათლების სისტემა,  დღეს ამ კუთხით ქვეყანაში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა. 

- მაშინდელი და ახლანდელი განათლების სისტემა, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი მიზნებითა და მეთოდებით. მაშინ მიზანი ერთადერთი იყო – აღგვეზარდა ადამიანი, რომელსაც ეყვარებოდა სამშობლო. სულიერად სრულყოფილი, უფლის ხატის სადარი მოქალაქეები გვინდოდა ყოფილიყვნენ ქვეყანაში. ახლანდელ განათლების სისტემაში ყველაფერი დევს, რომ ადამიანს დაავიწყოს ადამიანობა, სიყვარული და მიზნები. მე წარსულში მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა და აშკარა იყო, რომ ქართველი ბავშვები გაცილებით განათლებულები და მცოდნენი იყვნენ, ვიდრე გერმანელები თუ სხვა ერების წარმომადგენლები. ამას გერმანელი პროფესორებიც აღნიშნავდნენ. დღევანდელი განათლების სისტემა მთლიანად გადმოიღეს ამერიკიდან და ქართველი ბავშვის აღზრდას დაუდეს საფუძვლად. შესაბამისად, საოცარი რაღაც ხდება. 

- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ცნობილი ფაქტებია, რომ ბავშვი კითხულობს, მაგრამ რა წაიკითხა, არ ესმის. სწორედ ეს მიზანი აქვს ამ ყველაფერს – ადამიანს უნდა დაავიწყონ აზროვნება. განათლების სისტემის ნგრევა დაიწყო სააკაშვილის დროინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ლომაიამ, რომელიც მიწისქვეშა კანალიზაციების სპეციალისტი იყო და განათლების მინისტრად დანიშნეს. მინისტრი რომ ხარ, უნდა იცნობდე სწავლების სისტემას, სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში უნდა იყო ნამუშევარი. ხან ციხის უფროსი დასვეს მინისტრად, ხან – პროკურორი... ამგვარად მივიღეთ დღევანდელი ყოფა.  აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მცირე ხნით მომიწია დღევანდელ განათლების მინისტრთან საუბარი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ადამიანის მიზნებით. ქართულ განათლების სისტემას საფუძვლად ქართული, ეროვნული საფუძვლები უნდა ედოს და მერე შეგვიძლია დავაფუძნოთ ახალი მეთოდები. როგორც ახალ მინისტრთან ჩემი მოკლე საუბრით გამოჩნდა, სწორედ ამ მიზნისაკენ იღწვის ეს ადამიანი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვუთხარი, თუ მართლაც ეს არის თქვენი მიზანი, მზად ვარ, უბრალო კარისკაცად დაგიდგეთ–მეთქი. 

- თავისუფალ აზროვნებას ექცევა დღეს სკოლებში ყურადღება. ასევე, ლოგიკური აზროვნების განვითარებას...

- არ არის ეს სიმართლე. მოაზროვნე ადამიანი ძნელი სამართავია. ბავშვები დღეს კომპიუტერს არ შორდებიან. კომპიუტერი კარგია, მაგრამ ის აზროვნებას არ ავითარებს. ტექნიკის გამოყენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ამ ტექნიკამ მთლიანად გადაფაროს ადამიანური აზროვნება. მით უმეტეს, რომ დღეს ადამიანი იმ დონეზეა დასული, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა აჭამოს შვილსა თუ შვილიშვილს. ის, რასაც დღეს თავისუფლება დაარქვეს, არის არა ადამიანური, არამედ ცხოველური თავისუფლება. ცხოველიც თავისუფალია თავის ქმედებებში. დღეს ფულს აფასებენ უფრო მეტად, და არა ადამიანობას და ადამიანურ გრძნობებს. ამერიკას რომ ვადიდებთ, ეს სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ფულიან კაცს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. გაძლევენ საშუალებას, რომ ფული იშოვო და ამას რა გზითა და მეთოდებით გააკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა მიმართულია არა იქითკენ,  რომ ისწავლონ ფიზიკა თუ ქიმია, არამედ ჰქონდეთ ის უნარ–ჩვევები, რაც ცხოველებსაც აქვთ. სკოლადამთავრებულები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ ვაჟა–ფშაველასა და აკაკი წერეთლის ძეგლს; იმ დონეზე დაიყვანეს ახალგაზრდები, რომ აღარ აინტერესებთ ჩვენი მდიდარი ტრადიცია და კულტურა.

- ბატონო ელიზბარ, ზვიად გამსახურდიამ რა ნიშნით შეგარჩიათ განათლების მინისტრის თანამდებობაზე და როგორი მოთხოვნები ჰქონდა მაშინ თქვენ მიმართ?

- ზვიადი ჩემი მეგობარი გახლდათ. ძალიან კარგად ვიცნობდი მის სულიერ სამყაროს. 82 წელში გადავედი და ისეთი განათლებული ადამიანი, როგორიც ზვიადი იყო, არ შემხვედრია. ბრწყინვალედ იცოდა ქართული, ინგლისური, გერმანული. ეს ისეთი ცოდნა არ იყო, დღეს რომ სასაუბრო ენას ეძახიან.

მინისტრობამდე „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი გახლდით. მაშინ, მოგეხსენებათ, ეროვნული პრობლემების ბუმი იყო და ჩვენი გაზეთი ერთადერთი გამოცემა იყო, რომელიც ამ პრობლემებს წინ წამოსწევდა. ამიტომაც, თუ მანამდე 30 ათასი იყო ხოლმე ტირაჟი, ჩემი რედაქტორობის დროს 370-400 ათასამდე ავიდა. არჩევნები რომ ტარდებოდა, ზვიადმა თავიდანვე შემომთავაზა მის გვერდით ყოფნა და ასევე – მუხრან მაჭავარიანსაც. მუხრანი მაშინვე დათანხმდა. მეც ვუთხარი, ერთ აზრს ვემსახურებით და მზად ვარ თავი გავწირო–მეთქი. 

- თქვენამდე ლია ანდღულაძე იყო გამსახურდიას მთავრობის განათლების მინისტრი...

- დიახ, მე იმ ქალბატონს არ ვიცნობდი, მაგრამ მერე, მოგვიანებით მან  ასეთი რამ განაცხადა – მიხეილ სააკაშვილის ბუნებაში გაცხადდა ზვიად გამსახურდიას სულიერებაო. ამას ვერაფერით გავიზიარებდი, ეს უკვე ტრაგედია იყო და ეს პიროვნება ჩემთვის მაშინ დამთავრდა... ალბათ მანამდე ზვიადმაც შეამჩნია მსგავსი რამ იმ ქალბატონს და მე შემომთავაზა მინისტრობა. მართალი გითხრათ, დიდი სურვილი არ მქონდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი... ზვიადს გეგმა ჰქონდა ჩამოყალიბებული, თუ რა გზით უნდა წასულიყო ჩვენი განათლების სისტემა. ზვიადის გეგმით რომ გვევლო, რომელიც ეროვნულობაზე და პატრიოტიზმზე იყო დაფუძნებული, ბევრად წინ ვიქნებოდით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ქრისტეს შობა“, გაითამაშეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს 

ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეთა, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის 

მოსწავლეების შემოქმედებითმა შესაძლებლობებმა, მრავალფეროვანმა ნომრებმა და პოზიტივმა, აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა 

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ყველა მონაწილემ კი მიიღო სერტიფიკატი

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება