მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის 28 და 29 ნოემბერს, თბილისის 150 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს არ მიიღებს. როგორც etaloni.ge-ს თბილისის ბაგა ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღებში 2 დღით სასწავლო პროცესის შეჩერება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. იქიდან გამომდინარე რომ საარჩევნო უბნები 150 საბავშვო ბაღშია განთავსებული, ბაღები აღსაზრდელების მიღებას ვერ შეძლებენ, ხოლო 29 ნოემბერს სწავლის შეწყვეტის მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოს ჩატარება სახელდება.
სააგენტოს ცნობით, აღსაზრდელების მიღება ჩვეულებრივ მოხდება იმ 30 საჯარო საბავშვო ბაღში, სადაც საარჩევნო უბნები არ არის განთავსებული.
სააღმზრდელო პროცესი 30 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ყველა ბაღისთვის.
განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ერთი დღით - 28 ნოემბერს სასწავლო პროცესი სკოლებშიც შეწყდება. 29 ნოემბერს კი სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც