მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. ამ ეტაპზე ზუსტად რა გახდა გოგონას ფანჯრიდან გადმოვარდნის მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგონა ამბობს, რომ ის ფანჯრიდან "სელფის" გადაღების დროს გადმოვარდა, ხოლო როგორც სკოლის მოადგილე ქეთევან კუბლაშვილი etaloni.ge-სთან აცხადებს, მოსწავლის თქმით, ის ფანჯარაში იყურებოდა, რა დროსაც შეუძლოდ შეიქმნა, თავი ვეღარ შეიკავა და გადავარდა.
"ჯერ ჩვენც არ ვიცით არაფერი. როგორც ბავშვმა თქვა, ფანჯარაში ვიხედებოდი, ვიღაცისთვის დაძახება მინდოდა და თავბრუ დამეხვა, თვალები დამიბნელდა და მერე მეც არ ვიცი რა მოხდა. ეს ვიცით ბავშვისგან სხვა ჯერჯერობით არაფერი.
რაც შეეხება ჯანმთელობის მდგომარეობას, თავი არ აქვს დარტყმული, არც ხერხემლის პრობლემა აღენიშნება. როგორც გავიგე, ბარძაყის ძვალი ან მოტეხილია არ გაბზარული", - განაცხადა სკოლის მოადგილემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემაც.
„ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი და ორგანული დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა. ზუსტი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც ბავშვები ამბობენ, გოგონა ე.წ სელფს იღებდა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს შორენა სიხარულიძე.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც