სიახლეები
სიახლეები

„გარტყმით“ სწორი პასუხების დაგროვება აღარ გამოუვათ აბიტურიენტებს - პედაგოგები „ნაეკის“ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აფასებენ
21-11-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების ტესტების ნაწილში განხორციელებულ ცვლილებებს განსხვავებულად აფასებენ პედაგოგები. მათი ნაწილი ცვლილებებს დადებითად აღიქვამს, ნაწილი კი ნეგატიურად - აღნიშნულის მიზეზად კი ტესტების გამარტივებას ასახელებენ.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ტესტიდან ამოღებულია 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულის ტესტში მხოლოდ 3 დავალება იქნება: ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. საგამოცდო ტესტი 70-ქულიანი იქნება (10 ქულით ნაკლები) და  საგამოცდო დრო კი 3 საათი და 45 წუთი (დრო 30 წუთით შემცირდა).

როგორც Etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა დანელია აცხადებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ქართული ენის ტესტში შეტანილი ცვლილებები მისასალმებელია, რადგან ახლა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მოსწავლის აზროვნებაზე და არა დაზეპირებულ ცოდნაზე.

„ვფიქრობ, ძალიან კარგია ის ცვლილება, რომელიც ცენტრმა განახორციელა. ტესტიდან არჩევითპასუხებიანი დავალების ამოღება და აქცენტის თემებზე გადატანა, მოსწავლეების თავისუფალ აზროვნებაზე უფრო მეტი ყურადღების მიქცევას ნიშნავს. დღეს, უფრო მეტად ფასდება ზოგადი აზროვნება, არგუმენტირებისა და ანალიზის უნარი - ეს ყველაფერი კი გაცილებით კარგად ჩნდება თემების დაწერის დროს, ვიდრე უბრალოდ კითხვებზე პასუხების გაცემისას. შესაბამისად, მე მივესალმები ამ ცვლილებას და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო არჩევითპასუხებიანი დავალების ამოღება“, -გვითხრა მაკა დანელიამ.  

პედაგოგების დადებითი შეფასებები დაიმსახურა გეოგრაფიის საგამოცდო ტესტში შეტანილმა ცვლილებებმაც, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ღია დავალებების ხვედრითი წილი და შემცირდა არჩევითპასუხებიანი დავალებები. ასევე დაემატა 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი. ტესტის მაქსიმალური ქულა კი  59 ქულის მაგივრად 60 იქნება.

„მივესალმები ამ ცვლილებას, რადგან ღია დავალებების გაზრდა, მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, დახურულ კითხვებს ნამდვილად სჯობს. ვფიქრობ, არც სწავლების მეთოდში შეიცვლება რამე. იგივე პრინციპით იმეცადინებს ყველა. უბრალოდ, უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ ღია კითხვებზე და ცოდნის შეძენაზე. „გარტყმით“ სწორი პასუხების დაგროვება აღარ გამოუვათ აბიტურიენტებს და ეს ძალიან კარგია“,- გვითხრა გეოგრაფიის საგნის მასწავლებელმა მაკა ჩხიკვაძემ.

რაც შეეხება უცხოური ენის ტესტში განხორციელებულ ცვლილებებს, პედაგოგთა უმეტესობა მას ნეგატიურად აფასებს. ცვლილების მიხედვით, ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ეს ცოდნა წერითი დავალებების საშუალებით შემოწმდება. ამასთან ტესტის მაქსიმალური ქულა წელს 80 იქნება და არა 90. საგამოცდო დრო კი 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

„იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ყველა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს, უცხოური ენის ტესტიდან იმ ტესტის ამოღება, რომელიც გრამატიკულ დროებს ამოწმებდა, ვფიქრობ, გაუმართლებელი შეცდომაა. „ნაეკის“ განმარტება, რომ გრამატიკული ცოდნის შემოწმება თემის დაწერის დროს გამოჩნდება, ვფიქრობ, არ არის ზუსტი, რადგან ხშირია შემთხვევები როცა აბიტურიენტები იზეპირებენ ძირითად ფრაზებს, ფორმულებს და ამის საშუალებით მარტივად იღებენ გარკვეულ ქულებს“, - აცხადებს ინგლისური ენის პედაგოგი.

ინგლისური ენის კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც Etaloni.ge-სთან საუბრისას „ნაეკის“ გადაწყვეტილებას უკმაყოფილო ხვდება, აცხადებს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესების მაგივრად, ცენტრი მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარებას უმარტივებს.

„ისიც კი არ ვიცი რა გითხრათ, იმის მაგივრად, რომ სწავლის ხარისხი გააუმჯობესონ და აბიტურიენტებს უფრო მაღალი დონე მოსთხოვონ, პირიქით, უფრო მეტად ამარტივებენ გამოცდებს, ეს არა მარტო უცხოური ენის ტესტს ეხება, არამედ ზოგადად იმ ცვლილებებს, რომელიც წელს „ნაეკმა“ განახორციელა“,-  აღნიშნავს პედაგოგი.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება

ქართულის საგამოცდო დრო მცირდება - 2019 წელს წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ

რომელი დავალებაა ამოღებული ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა

რომელი დავალებები შემცირდება 2019 წლის ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტში - დეტალური მიმოხილვა

რა შეიცვალა რეალურად აბიტურიენტებისთვის მისაღებ გამოცდებზე? - განათლების ექსპერტების შეფასებები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება