სიახლეები
სიახლეები

სასკოლო საათობრივი ბადე - განმარტება
26-01-2017
-
+


მუხლი 13. სასკოლო საათობრივი ბადე

სკოლას უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში, ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს საგნებს შორის. 

აღნიშნული მუხლის განმარტება:

ვთქვათ, N კლასის ჯამური კვირეული დატვირთვა არის 30 საათი. მაშინ წლიური დატვირთვა იქნება  30 საათი/კვირაში X 33 კვირა =  990  საათი. აღნიშნული საათების 25% არის 247.5 საათი. ე.ი. სკოლას შეუძლია 1-დან 247 საათი საჭიროებიდან გამომდინარე გადაანაწილოს საგნებს შორის.  მაგალითად, A საგანში,  რომელიც კვირაში ორსაათიანი დატვირთვით ისწავლება, დაგეგმილია სემესტრის ბოლოს პროექტების გაკეთება და ბოლო ოთხი კვირის მანძილზე საჭიროა ყოველდღიური დატვირთვით იმუშაონ მოსწავლეებმა. 

A საგნის წლიური დატვირთვაა 2 საათი/კვირაში X 33 კვირა =  66  საათი.  66 საათს დაემატება 12 საათი (დამატებითი 3 საათი 4 კვირის მანძილზე) და გამოვა წლიური 78 საათი. გადანაწილების ასეთი სქემები მოქნილია და კონკრეტულ საჭიროებებს მატივად ერგება. მაგრამ სკოლის ადმინისტრაციამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საათების ფინანსურ აღრიცხვიანობასთან (მათ შორის სასერტიფიკაციო დანამატის და სხვა) დაკავშირებული საკითხი; 

მასწავლებელების კვირების მიხედვით დატვირთვის არათანაბარი სქემები შესაძლოა გარკვეულ სირთულეს ქმნიდეს ხელფასების განსაზღვრის დროს. აქედან გამომდინარე,  საჯარო სკოლებში უფრო გავრცელებულია ისეთი პრაქტიკა, როდესაც გარკვეული საგნებისათვის განისაზღვრება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულისააგნ განსხვავებული კვირეული დატვირთვა. მაგალითად, იმავე N კლასში  A საგანი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია კვირაში 2 საათი, სასკოლო სასწავლო გეგმით ისწავლება კვირაში 3 საათი, ანუ  დამატებულია კვირაში ერთი საათი. 1 საათი/კვირაში X 33 კვირა = 33 საათს. აღნიშნული  არ გამოდის 25% -იანი დიაპაზონის ფარგლებიდან.

სკოლას უფლება არა აქვს:

ა) საათობრივი ბადიდან საერთოდ ამოიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი (მუხლი 13. პუნქტი 4).

ბ) რომელიმე საგანს დააკლოს  საგნის წლიური დატვირთვის 25%-ზე მეტი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება