მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის თქმით, ხშირად პრობლემა არა ბავშვში, არამედ მშობელშია. როგორც ნეიროფსიქოლოგი ამბობს, დღევანდელი მშობლობა გმირობაა იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრესია ამ დროში მშობელზე და შესაბამისად მას სჭირდება პირველ რიგში ემოციური ვენტილაცია და შემდეგ უკვე ბავშვს.
აღნიშნული „აზროვნების აკადემიის“ ფსიქოლოგიის კლუბის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„უნდა გავიგოთ ბავშვის ემოცია, მერე საკუთარი და ხელი შევუწყოთ ამ ემოციის რეგულაციას. როცა ბავშვს უყვირი და ნერვები გაქვს მოშლილი შენს შვილზე, უცბად გაჩერდი, შენს თავს შეხედე და გააცნობიერე, თუ რა გაყვირებს? რატომ ხარ ასე? - აი, ეს უკვე საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებაა. შეჩერება, საკუთარი თავის ყურება ქმედების, ემოციის ანალიზი უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე საქმე დაწყებული გაქვს.
როდესაც მშობელს ვეუბნები, რომ ხომ არ სჯობს ჯერ თქვენით დავიწყოთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენ იყოთ მშვიდად, მოგცემთ ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციას და შემდეგ ვიმუშაოთ ბავშვზე, ბევრი ამას აპროტესტებს - ჩემს შვილს მიხედე, მე არაფერი მჭირსო. არადა ძალიან ხშირად პრობლემა არა ბავშვში, არამედ სწორედ მასშია. როცა მშობელი ამას აცნობიერებს და თავად ითხოვს შველას, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულა, დანარჩენი ტექნიკაა. ყველაზე დიდი დრო მიაქვს პრობლემის იდენტიფიკაციას - სანამ მშობელი თვითონ დაინახავს და აღიარებს პრობლემას.
ხშირად დაკარგული იდენტობა აქვს მშობელს, ვერ გაუგია - მშობელიც უნდა იყოს, თან მეუღლე უნდა იყოს, კარგი კოლეგაც უნდა იყოს და იმუშაოს, თორემ სამსახურიდან გამოაგდებენ და ა.შ. და ა.შ. და თვითონ სად არის? - ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. მე რომ მკითხოთ, დღევანდელი მშობლობა გმირობაა იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრესია ამ შეჭმუხნულ დროში მშობელზე და შესაბამისად მას სჭირდება პირველ რიგში ემოციური ვენტილაცია და შემდეგ უკვე ბავშვს“,-ამბობს თამარ გაგოშიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.