მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი“ გრძელდება.
ამჯერად ,,ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გამოვლინდა.
,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ირემაძეების სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზეზვა გორგაძე დაეუფლა (64 ქულა).
გამარჯვებულმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან მაღალი კონკურენცია იყო:
,,ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი იყო. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის გამარჯვება. მომავალ ,,ეტალონელებს“ ვურჩევ, როც რაც შეიძლება მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე. რაც შეეხება პროექტ ,,ეტალონს“, იგი ქართულ იდეას ემსახურება, ხელს უწყობს ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გრძნობის ამაღლებას. ინტელექტ-შეჯიბრი გვეხმარება ახალგაზრებს საკუთარი თავის რეალიზებაში, ხელს გვიწყობს ჩვენი შესაძლებლობების გამოვავლენაში.“
ირემაძეების სკოლის დირექტორი, ბადრი ირემაძე ხაზს უსვამს, რომ გამარჯვებული აქტიური და წარჩინებული მოსწავლეა:
,,ზეზვა გორგაძე ათოსანი მოსწავლეა, ის მე-9 კლასში წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერით დაჯიდლოვდა. გარდა სწავლისა, ზეზვა აქტიურად მონაწილეობს სასკოლო პროექტების წერაში და ამ კუთხითაც მორიგ გამარჯვებას ველოდებით. ,,ეტალონი“ ხელს უწყობს სკოლებში მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას. იგი ეროვნული მნიშვნელობის პროექტია.“
''ხულოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ზეზვა გორგაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.