რა საფრთხეს შეიცავს ბავშვისთვის შოკოლადიანი კარაქის ჭამა - ექიმის განსაკუთრებული გაფრთხილება
პედიატრი
ინგა მამუჩიშვილი მშობლებისთვის შოკოლადის კარაქთან, კერძოდ კი „ნუთელასთან“ დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.
"ძვირფასო მშობლებო, ალბათ გაგაკვირვათ ჩემმა შეკითხვამ ნუთელასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ბევრი კერძო სკოლა და ბაღი, ყოველდღიურ მენიუში იყენებს ინტენსიურად ამ პროდუქტს...
დათაგვისგან ამჯერად თავს შევიკავებ, ეს იმ დროს, როცა ბავშვთა კვების გაიდლაინებში მინიმუმამდეა დაყვანილი და ხშირად იკრძალება შაქრის, პალმის ზეთის, მარილის და სხვადასხვა ემულგატორის გამოყენება შოკოლადის პასტა - ნუტელა, ყველა მარკეტში, უხვად და თვალსაჩინოდ არის გამოფენილი თაროებზე სერიოზული ფასებით (გულგრილად ვერ ჩაუვლის გვერდს ვერც ერთი ბავშვი - "მარკეტინგულიხრიკია", რა თქმა უნდა). დარწმუნებული ვარ ჩემებიც, თქვენებიც და სრულიად საბავშვეთი გიჟდება ამ პროდუქტზე...
რას წარმოადგენს და რა შემცველობა აქვს სინამდვილეში: შაქარი, პალმის ზეთი, 8%-მდე ცხიმგაცლილი კაკაოს ფხვნილი, 7%მდე მშრალი უცხიმო რძე, მშრალი რძის შრატი, სოიოს ემულგატორი, და ეგრეთწოდებული ემულგატორი"ვანილინი", რომლითაც სინამდვილეში ნიღბავენ ემულგატორ E621, რომელიც შხამია ორგანიზმისთვის...
ერთი ბუტერბროდი ნუტელას 1 სმ შრით გადასმული, ბევრად აღემატება ბავშვის დღე-ღამიურ მოთხოვნილებას შაქარზე, შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება ბავშვთა ასაკში შეიძლება სამომავლოდ დიაბეტის, სიმსუქნის, ათეროსკლეროზის, ალცჰეიმერის და სხვადასხვა ტიპის ქორეის გამომწვევი მიზეზი გახდეს, შაქრის მაღალი შემცველობა პროდუქტებში ბავშვებისათვის ფაქტიურად დაყოვნებული მოქმედების ბომბია...
პალმის ზეთზე აღარ მინდა საუბარი, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე იაფფასიანი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავეების შემცველი ზეთი, რომელიც იწვევს ქოლესტერინის მატებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ათეროსკლეროზის განვითარებას, თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, თრომბოზებს, ყაბზობას, კალციუმის გმოდევნას სისხლიდან და ა.შ. კაკაოს ფხვნილი, მშრალი რძე აბსოლუტურად უსარგებლო პროდუქტებია...
აი, არომატიზატორი "ვანილინი", რომელიც სინამდვილეში არის ემულგატორი ნატრიუმის გლუტამატი (ეს არ არის მითითებული ეტიკეტზე) დროთა განმავლობაში იწვევს ნერვული სისტემის ნეირონების სინქრონიზაციის პროცესების მოშლას და იწვევს ნევროტიულ ცვლილებებს, ხელს უწყობს გემოვნებითი რეცეპტორების კვდომას და ბანალურად რომ ვთქვათ, იწვევს ტვინის დამოკიდებულებას გემოზე (ალბათ ამიტომაც უყვართ განსაკუთრებით ბავშვებს გარკვეული პროდუქტები), დროთა განმავლობაში იწვევს თვალის ბადურის დაზიანებას, ჰორმონულ დისბალანსს, ალერგიული რეაქციების განვითარებას...
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ეს პროდუქტი, ჩვენთან და განვითარებულ ქვეყნებში აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობითაა წარმოდგენილი... ვინმეს არ ეგონოს, რომ ვებრძვი ნუთელას, აბსოლუტურად არა, მე უბრალოდ არ მინდა, რომ ამ პროდუქტს იყენებდნებ ბავშვთა დაწესებულებები ყოველდღიურად... ნუ ვიზამთ ამას, მე პირადად არ დავუშვებ მსგავს ფაქტებს...სანამ ბავშვთა კვებას ვაკონტროლებთ, ვკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით... არ მივაჩვიოთ ბავშვი დიდი რაოდენობით შოკოლადს, ფერად შხამებს, ჩიფსებს და ა.შ... მთლად ამის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება, მესმის თვენი, მაგრმ შოკოლადის ნაცვლად შეაჩვიეთ თავიდანვე თხილეულს, ჩირებს, ხილს...
მერწმუნეთ თუ არ შეაჩვევთ არც მოინდომებენ არასდროს, თუმცა იშვიათად წაახალისეთ ტკბილეულითაც. განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ბავშვთა დაწესებულებებს(განსაკუთრებით კერძო) აკონტროლეთ ბავშვთა კვება!!! ბევრი ცუდი შემთხვევა მქონდა! ხვდებით ალბათ, რომ უმიზეზოდ არ დავწერდი ამხელა ტექსტს ამ არჩევნების ციებ-ცხელების დროს, მაგრამ იცოდეთ, რომ მე ვირჩევ ბავშვებს და მათ ბედნიერ მომავალს".