მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში სახალხო, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა.
დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს პორტალი ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ, „ეტალონის“ პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ზუგდიდში, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში და სკოლებში გამართული ღონისძიებების დროს, დაისვა შეკითხვა, თუ რატომ აღარ გადის „ეტალონი“ ტელეეთერში. ამ აქტუალური საკითხის სათანადო დონეზე გაჟღერება და მოსახლეობის მოთხოვნის „საზოგადოებრივ მაუყებლამდე“ მიტანა - დაბრუნდეს პოპულარული საგანმანათლებლო-სახალხო გადაცემა „ეტალონი“ „პირველი არხის ეთერში“ - დარბაზში შეკრებილმა საზოგადებამ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას მოსთხოვა.
მერაბ ქვარაია: „ტელეპროექტი „ეტალონი“ ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდობისთვის. მოსახლეობის განწყობა გვიჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, დაბრუნდეს „ეტალონი“ ტელეეთერში. ჯერ კიდევ გასულ წელს საქართველოს პარლამენტის 80-ზე მეტმა დეპუტატმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც მივმართეთ „პირველი არხის“ ხელმძღვანელობას, მომხარიყო „ეტალონის“ დაბრუნება ტელეეთერში.
ზუგდიდში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მე კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, გაიზიაროს „ეტალონის“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა, ასევე პარლამენტის დეპუტატების თხოვნა და დააყენოს მსჯელობაზე საკითხი „ეტალონის“ ტელეეთერში დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ ტელეეთერში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერები ოფიციალურად შეაგროვა 34.698 პედაგოგმა და პოპულარული საგანმანათლებლო გადაცემის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაბრუნება მოითხოვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა