სიახლეები
ეტალონი

შუახევში ''ეტალონს'' აჭარის განათლების მინისტრი დაესწრო
26-01-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება.

ამჯერად ''შუახევის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი შუახევში, ხიჭაურის  სკოლაში ჩატარდა. 

შუახევის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ხიჭაურის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მეგი ჯაყელი დაეუფლა (79 ქულა). 

შუახევის გამარჯვებულ მეგი ჯაყელს, გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდა:

,,გამარჯვების დიდი იმედი მქონდა, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და შედეგიც მივიღე. ძალიან გახარებული ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მაღალი ქულები იყო, ძლიერი კონკურენტები მყავდა. ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ ბევრი იკითხონ და იშრომონ საკუთარ თავზე.“

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე იმედს გამოთქვამს, რომ ,,ეტალონი 2017“ მათი მუნიციპალიტეტიდან იქნება:

 ,,პირველ რიგში მივესალმები ,,ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს და დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მეორედ გვეწვიეთ შუახევში. ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენმა პროექტმა არამარტო დედაქალაქი და ცენტრალური სკოლები, არამედ მთლიან აჭარა და რეგიონებიც მოიცვა. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელთანაც უკვე მესამე წელია მეგობრობა მაკავშირებს. მოსწავლე-ახალგაზრდობა ძალიან დაინტერესებული იყო, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღო ამ ინტელექტუალურ შეჯიბრში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ იდეამ შედეგი გამოიღო. ყველა ძალიან კმაყოფილია. ფინალურ შეხვედრაში კვლავაც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. დიდი სურვილი მაქვს, რომ ,,ეტალონი 2017“-ის გამარჯვებული ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იქნება.“

შუახევის გამგებლის მოადგილის რუსუდან შავაძის თქმით, სამი წელია რაც ,,ეტალონთან“ თანამშრომლობენ:

,,44 სკოლის 74 მოსწავლე მონაწილეობდა. ძალიან კარგი მიმართულება აქვს პროექტ ,,ეტალონს“, მოსწავლე-ახლაგაზრობის მოტივაციას ემსახურება. ჩვენ სამი წელია, რაც აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტში და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას. მართალია, ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული ,,ეტალონი“ არ გვყავს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მხარის წარმომადგენელსაც ეს წარმატება მალე წილად ხვდება.“

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე აღნიშნავს, რომ ,,ეტალონი“ მოსწავლეებში მოტივაციას ზრდას უწყობს ხელს: 

,,ღონისძიებით აღფრთოვანებული დავრჩი, რადგან ამ პროექტის დროს კარგად ჩანს ქართული სულიერება, მოტივაცია, შემართება. ,,ეტალონი“ ხელს უწყობს სკოლებში სასკოლო პროცესების განვითარებას, პატრიოტული უნარების გაღვივებას, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.“

გამარჯვებული სკოლის დირექტორი მამუდ მიქელაძე წარჩინებულ და სამაგალითო მოსწავლედ ასახელებს მეგი ჯაყელს:

,,გამარჯვებული ნამდვილად წარჩინებული მოსწავლეა, ყოფა-ქცევითაც გამორჩეულია. აქტიურად კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, ეხმარება აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს. ,,ეტალონზე“ მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, ეს პროექტი არის ბატონი გოჩას დიდი ინიციატივა, თვითონ არის ხელმძღვანელი, ორგანიზატორი. საქართველოს მასშტაბით როდესაც ასეთი ღონისძიებებს ატარებს, ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის გამხნევება, ინტელექტის, მათი უნარის, ნიჭის და გონების სიძლიერე.  ბავშები ძალიან კარგად წარმოჩნდნენ და ეს თქვენი დამსახურებაა, დიდი ძალაა რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება. მადლობა გოჩას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

''შუახევის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მეგი ჯაყელი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება